თანამედროვე რუსეთში ძლიერია მონარქიული განწყობა, წერს Frankfurter Rundschau. ქვეყნის მოქალაქეებისათვის მნიშვნელოვანი არ არის თავისუფლება და კონსტიტუციური უფლებები, მიაჩნია სტატიის ავტორს შტეფან შოლს. მათთვის ბევრად მნიშვნელოვანია სტაბილურობა, რომელსაც “მეფე პუტინი” მათთვის უზურუნველყოფს.
მეფეები ან ე.წ. ავტოკრატები რუსეთში ახლა მოდაშია. რუსულ მედიაში აქტიურად ვრცელდებოდა ბრიტანული ჟურნალის Economist ყრდა, სადაც ვლადიმერ პუტინი მეფის იმიჯით იყო გამოსახული, წერს სტატიის ავტორი.
(აღნიშნული სტატია შეგიძლიათ იხილოთ აქ )
რუსმა პოლიტიკოსებმა უკვე რამდენჯერმე წამოაყენეს მოსაზრება დაბრუნდეს მონარქია, მაგალითად ვლადიმერ ჟირინოვსკიმ, ასევე ყირიმის მეთაურმა სეგეი აქსიონოვმა.
“ცინიკური ჩინოვნიკები” იმედოვნებენ, რომ ახალი მეფის დროს შეძლებენ და როგორც არისტოკრატები, საკუთარ თანამდებობებს შვილებს გადასცემენ, წერს შტეფან შოლი.
კომენტარები