ტეხასში, ბაპტისტურ ტაძარში 26 ადამიანის მკვლელობაში ეჭვმიტანილი დევინ კელი 2012 წელს ფსიქიატრიული დაწესებულებიდან გაიქცა.
კელი ფსიქიატრიული დაწესებულებაში მას შემდეგ მოათავსეს, რაც მისი მხრიდან ცოლსა და გერზე მუდმივი ძალადობის ფაქტების შესახებ გახდა ცნობილი, თუმცა მან რამდენიმე თვეში გაქცევა მოახერხა.
ამის შესახებ ინფორმაციას CNN პოლიციაზე დაყრდნობით ავრცელებს.
ასევე ცნობილი გახდა, რომ დევინ კელის სამხედრო დანაშაული ედებოდა ბრალად და 1 წლიანი პატიმრობა მიესაჯა, თუმცა ამის შესახებ ფედერალურ ბაზაში ჩანაწერი არ არსებობს. როგორც, საჰაერო ძალები აცხადებენ, კელი საფრთხეს წარმოადგენდა როგორც საკუთარი თავისთვის, ასევე სხვებისთვის.
პოლიციის ვარაუდით, კელის სამიზნეს მისი ყოფილი სიდედრი წარმოადგენდა.
კომენტარები