თბილისის საქალაქო სასამართლო მერიასთან გამართული აქციის დროს დაკავებული პირების საქმეს განიხილავს. დღევანდელ სხდომაზე პროკურატურის ახალ მტკიცებულებებს ელოდებიან, რაც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების მიერ პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევასა და წვრილმან ხულიგნობას დაადასტურებს.
მოსამართლემ წინასასამართლო სხდომა სწორედ ამ ვიდეოკადრების გამო გადადო, რომელიც ბრალდების მხარეს უნდა წარედგინა, სადაც კანონდარღვევა იქნებოდა აღბეჭდილი, თუმცა ვიდეოკადრებზე ასეთი რამ არ აღმოჩნდა.
ადვოკატ გიორგი ჟამუტაშვილის განცხადებით, აღნიშნული ვიდეოკადრები დაცვის მხარეს შესწავლილი აქვს დ იქ არანაირი სამართალდარღვევა არ ფიქსირდება.
„დღევანდელ პროცესზე მოხდება მტკიცებულებების გამოკვლევა, დაიკითხებიან საპატრულო პოლიციის თანამშრომლები, ასევე ჩვენ გვყავს წარმოდგენილი სამი მოწმე, რომლებიც ასევე დაიკითხებიან, ასევე მოხდება ვიდეომტკიცებულებების გამოკვლევა. ჩვენ გამოკვლეული გვაქვს ეს ვიდეომტკიცებულებები და იქ არანაირი სამართალდარღვევა არ ფიქსირდება“,-განაცხადა ჟამუტაშვილმა.
კომენტარები