ნარკოპოლიტიკის შესახებ ინიცირებულ საკანონმდებლო პაკეტზე იმსჯელებენ ჯანდაცვის კომიტეტის მიერ ორგანიზებულ კონფერენციაზე. კომიტეტის თავმჯდომარის აკაკი ზოიძის განცხადებით, ნარკოდამოკიდებული ადამიანისთვის ციხე რ უნდა იყოს რეაბილიტაციის საშუალება.
„ეს არ გულისხმობს ნარკოტიკების ლეგალიზებას ან რაიმე ასეთი ფორმით გატარებას, წახალისებას, არამედ საუბარია იმაზე, რომ მოხმარება არ უნდა იყოს საპატიმრო სასჯელით დასჯადი, ხდება აკრძალული, რა თქმა უნდა, ადმინისტრაციული წესით დასჯადი, მაგრამ ციხე რ უნდა იყოს რეაბილიტაციის საშუალება ნარკოდამოკიდებული ადამიანისთვის“,-განაცხადა ზოიძემ.
კანონპროექტი ნარკოპოლიტიკის ეროვნული პლატფორმის მიერ მომზადდა.
კომენტარები