თბილისის ახლადარჩეულმა მერმა კახა კალაძემ გუშინ ზოოპარკისა და ცირკის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული მიწისქვეშა გადასასვლელი დაათვალიერა და არსებულ ვითარებას ადგილზე გაეცნო.
კახი კალაძემ „თბილსერვის ჯგუფს“ თხოვნით მიმართა, რომ 10 დღის განმავლობაში მოხდეს მიწისქვეშა გადასასვლელების მოწესრიგება.
მისივე განცხადებით, მიწისქვეშა გადასასვლელები მოირეცხება, მოწესრიგდება ელექტრომოარაგება და შემდგომ ახალგაზრდების მიერ მოიხატება.
კომენტარები