NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»ილია ჭავჭავაძის 180 წლის საიუბილეო თარიღის აღსანიშნავად გაზეთ “ივერიის” სპეციალური გამოცემა დაიბეჭდა

ილია ჭავჭავაძის 180 წლის საიუბილეო თარიღის აღსანიშნავად გაზეთ “ივერიის” სპეციალური გამოცემა დაიბეჭდა

08 ნოე 2017 ახალი ამბები, საზოგადოება 2721 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

ილია ჭავჭავაძის 180 წლის საიუბილეო თარიღის აღსანიშნავად გაზეთ “ივერიის” სპეციალური გამოცემა, 1909 წლის 6 ივლისის ნომრის ერთი გვერდი დაიბეჭდა. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.

მათი ცნობით, სპეციალური გამოცემა დღეს თბილისის მერიის განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსმა ირაკლი გვილავამ და სატრანსპორტო კომპანიის თანამშრომლებმა მეტროპოლიტენის და მუნიციპალური ავტობუსების მგზავრებს დაურიგეს.

გაზეთი „ივერია“ თბილისში 1877 წლის 3 მარტს პირველად გამოვიდა. ეს იყო მთავარი პოლიტიკურ-ლიტერატურული პერიოდული გამოცემა, რომელიც ქართველთა ეროვნული თვითშეგნების გაძლიერებას და დამოუკიდებლობის იდეას ემსახურებოდა. მისი დამაარსებელი ილია ჭავჭავაძე იყო.
1879-1885 წლებში „ივერია“ ჟურნალის სახით გამოდიოდა, 1886 წლიდან კი ყოველდღიურ გაზეთად გადაკეთდა.

„ივერია“ ემსახურებოდა ქართველი ხალხის ეროვნული ცნობიერების ამაღლების საქმეს და ასახავდა როგორც სოციალურ-ეკონომიკურ და კულტურულ ცხოვრებას, ისე მისი რედაქტორისა და თანამშრომლების განმანათლებლურ იდეებს.

გაზეთი აშუქებდა მუშათა მოძრაობის საკითხებს საქართველოში და საზღვარგარეთის ქვეყნებში ისტორიის, ენათმეცნიერების, ეთნოგრაფიის, გეოგრაფიის, სოციოლოგიის საკითხებს.

ილია ჭავჭავაძემ დანერგა პუბლიცისტური ჟანრი „შინაური მიმოხილვა“, რომელიც ვრცლად და ფართოდ ასახავდა ხალხისა და ქვეყნის ყოველდღიური ცხოვრების მთავარ და საარსებო პრობლემებს, მათი გადაჭრის გზებს. დიდი ადგილი ეთმობოდა სახალხო განათლების საკითხებს, სკოლას, მასწავლებლებს, მთავრობის პოლიტიკას განათლების დარგში და აღზრდის სისტემას.

განსაკუთრებულია „ივერიის“ როლი ქართული მწერლობის განვითარებაში. სხვადასხვა დროს გაზეთში გამოქვეყნდა დიდი ქართველი მწერლების აკაკი წერეთლის, იაკობ გოგებაშვილის, ვაჟა-ფშაველას, ალექსანდრე ყაზბეგის, ნიკო ლომოურის, ეკატერინე გაბაშვილის, სოფრომ მგალობლიშვილის და სხვათა ნაწარმოებები.
2017 წელი ილია ჭავჭავაძის საიუბილეო წელია. მისი დაბადებიდან 180 წელი აღინიშნება, ხოლო მკვლელობიდან 110 წელი შესრულდა.

კომენტარები

ივერია ილია ჭავჭავაძე 2017-11-08
Tags ივერია ილია ჭავჭავაძე
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

Frankfurter Rundschau: რაში სჭირდება რუსეთს მეფე თუ კი მას პუტინი ჰყავს?

შემდეგი სტატია

შეძლებთ გაარჩიოთ ნამდვილი ყალბისგან?

მსგავსი სტატიები

„როცა ჟურნალისტს ეუბნები, შენი ხელფასი დამოკიდებულია იმაზე, რამდენი რეკლამა მექნება, ეს კლავს საზოგადოებრივი მაუწყებლის იდეას“

„როცა ჟურნალისტს ეუბნები, შენი ხელფასი დამოკიდებულია იმაზე, რამდენი რეკლამა მექნება, ეს კლავს საზოგადოებრივი მაუწყებლის იდეას“

26 იან 2018

დავით საყვარელიძე ლვოვის პოლიციაში დაკითხვაზე იმყოფება

18 სექ 2017

ისარგებლეთ 30%-იანი ქეშბექ შეთავაზებით ზამთრის 3 პროდუქტზე

30 ნოე 2018

უახლესი ამბები

  • მანანა ჯებაშვილი: სააკაშვილს მოკლავენ „ვივამედის“ კლინიკაში

    მანანა ჯებაშვილი: სააკაშვილს მოკლავენ „ვივამედის“ კლინიკაში

  • ნაყოფიას ინფორმაციით, კეზერაშვილს საქართველოში დაბრუნება სურს

    ნაყოფიას ინფორმაციით, კეზერაშვილს საქართველოში დაბრუნება სურს

  • ზვიად ძიძიგური: ამ ქვეყანაში ორპოლუსიანი თამაში თუ არ დამთავრდა, ბიძინა ივანიშვილი ყოველთვის მოუგებს, მით უმეტეს, დაპატიმრებულს, წონასწორობიდან გამოსულს და თავისუფლების მახვეწარ მიხეილ სააკაშვილს

    ზვიად ძიძიგური: ამ ქვეყანაში ორპოლუსიანი თამაში თუ არ დამთავრდა, ბიძინა ივანიშვილი ყოველთვის მოუგებს, მით უმეტეს, დაპატიმრებულს, წონასწორობიდან გამოსულს და თავისუფლების მახვეწარ მიხეილ სააკაშვილს

  • ბრუნეის სულთნის ქალიშვილი თავის ბიძაშვილზე დაქორწინდა

    ბრუნეის სულთნის ქალიშვილი თავის ბიძაშვილზე დაქორწინდა

  • დღე ისტორიაში – 27 იანვარი

    დღე ისტორიაში – 27 იანვარი

  • ვიქტორ იუშჩენკო: გული მტკივა ქართველი ერისა და მიშას გამო

    ვიქტორ იუშჩენკო: გული მტკივა ქართველი ერისა და მიშას გამო

  • ალეკო ელისაშვილი: სააკაშვილი უნდა იყოს საპატიმროში, პატიმარი უსასრულოდ საავადმყოფოში არ გამიგია, უნდა შეეგუოს, რომ გარისკა და არ გამოუვიდა – ცოტა მეტი ღირსებით და კაცობით უნდა იყოს

    ალეკო ელისაშვილი: სააკაშვილი უნდა იყოს საპატიმროში, პატიმარი უსასრულოდ საავადმყოფოში არ გამიგია, უნდა შეეგუოს, რომ გარისკა და არ გამოუვიდა – ცოტა მეტი ღირსებით და კაცობით უნდა იყოს

  • გიორგი ჩალაძე: მიშა სავარძელშია. დამხმარე საშუალებითაც ვეღარ დგება

    გიორგი ჩალაძე: მიშა სავარძელშია. დამხმარე საშუალებითაც ვეღარ დგება

  • რატი ბრეგაძე: ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის მიხედვით, სააკაშვილთან დაკავშირებით ცენტრ „ემპათიას“ დიაგნოზები არ არის სანდო და უტყუარი

    რატი ბრეგაძე: ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის მიხედვით, სააკაშვილთან დაკავშირებით ცენტრ „ემპათიას“ დიაგნოზები არ არის სანდო და უტყუარი

  • აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი 24 თებერვალს ევროპაში ვიზიტს გეგმავს – NBC

    აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი 24 თებერვალს ევროპაში ვიზიტს გეგმავს – NBC

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge