ცნობილმა ფრანგმა ვიდეობლოგერმა ბენჟამინ მარტინმა საქართველოს შესახებ კლიპი გადაიღო სახელწოდებით : „ ღამის ცხოვრება თბილისსა და ყაზბეგში “
ბენჟამინმა ადრეც გამოაქვეყნა საქართველოს შესახებ ვიდეო.
“საქართველო კავკასიის ქვეყანაა, რომელიც ევროპის, აზიისა და ახლო აღმოსავლეთის გზაჯვარედინზე მდებარეობს. მას დიდი ტურისტული პოტენციალი აქვს. ალბათ ეს ერთ-ერთი საუკეთესო ადგილია მათთვის, ვინც ეძებს გასაოცარ პეიზაჟებს, ადამიანურ გამოცდილებას, მდიდარ კულტურას და საუცხოო სამზარეულოს” – ასე აღწერს ბლოგერი საქართველოში მოგზაურობას თავის პირველ ვიდეოში.
კომენტარები