„რუსეთი დღეს არის ძალიან მძიმე მდგომარეობაში, რუსეთისთვის აფხაზეთი და ცხინვალი არის ორი ცალი უსახელო ჩემოდანი, რომელიც არის ძალიან მძიმე და მათი თრევის სურვილი მათ უკვე აღარ აქვთ, როგორც ჩანს, მათთვის ეს არის შავი ხვრელი. თუ გავითვალისწინებთ რუსეთის მდგომარეობას დღევანდელობაში, მას ძალიან სჭირდება სერიოზული პოზიტივი“,-ამის შესახებ „დემოკრატიული მოძრაობის“ წევრმა გუბაზ სანიკიძემ „რეაქციის“ ეთერში ისაუბრა.
„გარდა რუსეთისა, საქართველოზე ისტორიული გავლენები აქვს სხვა ქვეყნებს, მაშინ არც აშშ იყო და არც რუსეთი, როცა გავლენები ჰქონდა რუსეთს და ირანს.
ბოლო ათი წლის განმავლობაში დასავლეთმა დაუშვა საბედისწერო შეცდომები ახლო აღმოსავლეთში და რეგიონში, 4 სახელმწიფო აფეთქდა ჩვენ თვალწინ და ეს არის პირდაპირ დასავლეთის ბრალი: ლიბია, იემენი, სირია, ერაყი. მე ეჭვი შემაქვს დასავლეთის შესაძლებლობებში.
ამიტომ მოგვეცით უფლება ზოგიერთებს და ეს ზოგიერთები ძალიან ბევრნი ვართ, რომ გვქონდეს ეჭვები. ქვეყნის პოლიტიკა ძალიან ჰგავს ცურვას, ხელს თუ არ გაანძრევთ, დაიხრჩობით აუცილებლდა და დღეს საქარველო არის დახრჩობის პროცესში“,-განაცხადა გუბაზ სანიკიძემ.
კომენტარები