ბლეიკ ლაივლის ახალი ფილმი ( The Rhythm Section ) გადაღებები სულ მალე დასრულდება. ფილმში ლაივლის გმირი უსახლკარო გოგონაა, რომელიც არც ისე კარგად გამიყურება. ეს ამბავი პაპარაცებს არ გამოპარვიათ და ბლეიკი რამდენიმე ზომით დიდ ტანსაცმელში ფოტოებზეც აღბეჭდეს.
პირველი, ამ სასაცილო სურათებს მისი ქმარი რაიან რეინოლდსი გამოეხმაურა. გადაღებული ფოტო მსახიობმა მაშინვე თავის ინსტაგრამზე გამოაქვეყნა და ჰეშთეგიც დაურთო. რაიანმა ლაივლის იმიჯი ინსტაგრამის ფილტრის გარეშე დადებულ ფოტოს შეადარა. რეინოლდსმა ცოლის ვიზუალს ორიგინალურად დასცინა და ბლეიკს დაბადების დღის დამცინავად მილოცვისთვის სამაგიეროც გადაუხადა.
კომენტარები