ოდესის ყოფილი გუბერნატორისა და საქართველოს ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, უკრაინის პრეზიდენტმა მას ულტიმატუმი წაუყენა. ამის შესახებ სააკაშვილმა უკრაინის ერთერთ ტელევიზიასთან მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
„ორი დღის წინ ჩემთან მოვიდა ჩემთვის კარგად ნაცნობი ადამიანი და პეტრო პოროშენკოსგან გზავნილი გადმომცა. ჩემ მიმართ ორი მოთხოვნა არსებობს, პირველი: მე უნდა გავაკრიტიკო იულია ტიმოშენკო და მეორე მოთხოვნა ის არის, რომ არ მაქვს უფლება შევეხო თავდაცვის სფეროში არსებულ კორუფციის ფაქტებს.
თუ კი მე ამ მოთხოვნებს არ შევასრულებ, მიმანიშნეს, რომ იმ ქართველების ბედს გავიზიარებ, რომლებიც სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე უკანონოდ გააძევეს საქართველოში. ამ ადამიანმა ასევე მითხრა, რომ უკრაინის უსაფრთხოების სამსახური ჩემ წინააღმდეგ კომპრომატებს აგროვებდა და თუ კი მოთხოვნებს არ შევასრულებ, მათ მედიას გადასცემენ. ისინი თვლიან, რომ შანტაჟით რამის გაკეთებას მაიძულებენ ან ჩემ შეხედულებებზე ვიტყვი უარს.
მე მათ საჯაროდ ვპასუხობ, ჩვენ ყველა კანონიერი გზით განვაგრძობთ ბრძოლას უკრაინაში ვითარების შესაცვლელად, უნდა ვაჩვენოთ, რომ ხალხი აღარ ითმენს“,-განაცხადა სააკაშვილმა.
კომენტარები