NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»მთავრობის ეკონომიკურმა გუნდმა საპენსიო რეფორმა ბიზნესასოციაციასთან შეხვედრაზე განიხილა

მთავრობის ეკონომიკურმა გუნდმა საპენსიო რეფორმა ბიზნესასოციაციასთან შეხვედრაზე განიხილა

07 ნოე 2017 ახალი ამბები 597 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში საპენსიო რეფორმის განხილვა გაიმართა – ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ნინო ჯავახაძე, ფინანსთა მინისტრის მოადგილე ნიკოლოზ გაგუა და საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი არჩილ მესტვირიშვილი შეხვდნენ.

„დაგროვებითი პენსიების შესახებ“ კანონის პროექტზე მუშაობის პროცესი საზოგადოების ფართო ჩართულობის პირობებში წარიმართა. მთავრობის ეკონომიკური გუნდი კანონის პროექტის საჯარო განხილვის პროცესს აგრძელებს – ამჯერად მათ ბიზნესასოციაციის წარმომადგენელთა მოსაზრებები მოისმინეს და პასუხები გასცეს მათ შეკითხვებს.

როგორც შეხვედრის დასაწყისში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, კანონის პროექტის დახვეწისა და სრულყოფის მიზნით, ხელისუფლება მზადაა, ყველა დაინტერესებულ მხარესთან  ითანამშრომლოს. ნინო ჯავახაძემ განსაკუთრებით  აღნიშნა კერძო სექტორის როლი რეფორმის წარმატებით განხორციელების პროცესში – სახელმწიფოსთან ერთად სწორედ დამსაქმებლები განახორციელებენ კონტრიბუციას დასაქმებულთა საპენსიო ანგარიშებზე, შესაბამისად, სახელმწიფო და კერძო სექტორი ერთობლივად იზიარებს იმ სოციალურ პასუხისმგებლობას, რომელიც მომავალში მკვეთრად გააუმჯობესებს საქართველოს საპენსიო ასაკის მოსახლეობის მდგომარეობას.

შეხვედრა კითხვა-პასუხის კონსტრუქციულ  რეჟიმში წარიმართა, მთავრობის წარმომადგენლებმა განმარტებები გააკეთეს ყველა იმ საკითხზე, რომლებიც ასოციაციის წევრების მხრიდან წამოიჭრა.

ბიზნესსექტორის წარმომადგენლები რეფორმის განხორციელების აუცილებლობაზე საუბრობენ.  „ეს რეფორმა უნდა განხორციელდეს“, – აღნიშნა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტმა სოსო ფხაკაძემ. მისი განცხადებით, ეს არის რეფორმა, რომელიც პირველ რიგში  მომგებიანი და კარგი იქნება სქემაში ჩართული მხარეებისთვის. ამასთან, სოსო ფხაკაძემ ისაუბრა იმ შენიშვნების შესახებ, რომლებიც ასოციაციის წევრებს აქვთ, კერძოდ, საინვესტიციო საბჭოს წევრების დანიშვნასა და საპენსიო ფონდის თანხების განკარგვასთან  დაკავშირებით. „ძირითადი თანხების ინვესტირება მოხდება ჩვენი ქვეყნის შიგნით, თუმცა, საინვესტიციო პოლიტიკის განსაზღვრა დამოკიდებული იქნება საინვესტიციო საბჭოზე. თუ ქვეყანაში ამოიწურა ის აქტივები, სადაც შეიძლება თანხების ინვესტირება, შეიძლება გარკვეული ნაწილი უცხოეთში განთავსდეს“, – აღნიშნა სოსო ფხაკაძემ.

საპენსიო რეფორმის განხორციელების აუცილებლობის შესახებ საუბრობს თი-ბი-სი ბანკის გენერალური დირექტორი ვახტანგ ბუცხრიკიძეც. მან აქცენტი გააკეთა საპენსიო თანხების ინვესტირების რისკების საკითხზე – „თავიდან, პირველი ხუთი წელი ინვესტირებები დაიწყება მხოლოდ იმ მიმართულებით, რომელიც ნაკლებ რისკებს შეიცავს, მეექვსე წლიდან კი მოქალაქეებს საშუალება ექნებათ, თანხები უფრო რისკიან პორტფელებში განათავსონ“, – აღნიშნა ვახტანგ ბუცხრიკიძემ. რაც შეეხება საპენსიო რეფორმის ფარგლებში ბიზნესისთვის ხარჯის გაზრდის საკითხთან დაკავშირებით მედიის მიერ დასმულ შეკითხვას – ხომ არ აისახება ეს ხარჯი დასაქმებულის ხელფასზე, ვახტანგ ბუცხრიკიძე პასუხობს, რომ ეს სოციალური პასუხისმგებლობის საკითხია და მისი აზრით, კომპანიების 90-95% მას დასაქმებულს არ დააკისრებს.

საქართველოს ბიზნესასოციაციის საფინანსო კომიტეტის თავმჯდომარის, ლაშა ბზარაშვილის ინფორმაციით, მათი რჩევა იყო, რომ თანხები მიმართულ იქნას კორპორაციული საფინანსო ქაღალდების მიმართულებით, რაც კაპიტალის ბაზრის განვითარებისთვის დამატებითი სტიმული იქნება. ამასთან, მისი აზრით, ყურადღება უნდა იქნას გამახვილებული, რომ დაწესდეს თანხების ქვეყნის მიღმა ინვესტირების ზედა ზღვარი, რათა არ მოხდეს საპენსიო ფონდში აკუმულირებული თანხების ქვეყნიდან გადინება და ამით უზრუნველყოფილი იქნას ამ ფულის ქართულ ეკონომიკაში დაბრუნება.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო საპენსიო რეფორმის პროცესში კერძო სადაზღვევო ბიზნესის ჩართვის საკითხსაც. „ჯიპიაია ჰოლდინგის“ სამედიცინო დირექტორის, ბესიკ ფესტვენიძის აზრით, თუ რეფორმა ისე წარიმართა, როგორიცაა დაგეგმილი, სახელმწიფო და კერძო საპენსიო სისტემები არა კონკურენციის, არამედ ურთიერთდახმარების რეჟიმში იმუშავებენ. მისი აზრით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი როლი ექნებათ კერძო სადაზღვევო კომპანიებს რეფორმაში თვითდასაქმებულთა ჩართვის  პროცესში.

ნინო ჯავახაძის ინფორმაციით, საწყის ეტაპზე დაგროვებით საპენსიო სისტემაში დაახლოებით 500-600 ათასი ადამიანი იქნება ჩართული. მისივე განცხადებით, ამჟამად მიმდინარეობს საპენსიო სისტემის ე.წ. „მესამე სვეტის“ ანუ კერძო საპენსიო სისტემის შესახებ კანონის პროექტზე მუშაობა. ამასთან, როგორც ნინო ჯავახაძემ აღნიშნა, სადაზღვევო სექტორს საპენსიო რეფორმის პირობებში სამუშაოდ საკმარისი ბაზარი დარჩება.

საქართველოს მთავრობის ეკონომიკური გუნდის წარმომადგენლები ბიზნესასოციაციის წევრებს მათი მოსაზრებების გათვალისწინებას დაპირდნენ. ნინო ჯავახაძის განცხადებით, ხელისუფლება მზად არის, რომ შეხვედრაზე ბიზნესის, მათ შორის საპენსიო ფონდის თანხების ინვესტირებასთან დაკავშირებით საფინანსო სექტორის  წარმომადგენელთა მიერ გამოთქმული შენიშვნები კანონის პროექტში იქნას გათვალისწინებული.

კომენტარები

საპენსიო რეფორმა 2017-11-07
Tags საპენსიო რეფორმა
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

„გოგა ონიანმა მითხრა, არ გინდოდა კარგად ლაპარაკიო? ახლა იჯდები ექვსი წელიო“

შემდეგი სტატია

სააპელაციო სასამართლომ ოპოზიციური სპექტრის ერთობლივი სარჩელი არ დააკმაყოფილა

მსგავსი სტატიები

სასამართლოში ბიზნესის ინტერესებს ბიზნესომბუდმენის ადვოკატი დაიცავს

სოსო ელისაშვილი 12 ოქტ 2018
სააკაშვილი: „ამ ხის ქვეშ ჩაფიქრებული ყველა სურვილი ხდება, ჩვენ უკრაინისთვის ჩავიფიქრეთ“

სააკაშვილი: „ამ ხის ქვეშ ჩაფიქრებული ყველა სურვილი ხდება, ჩვენ უკრაინისთვის ჩავიფიქრეთ“

სოსო ელისაშვილი 28 მარ 2018
დავით ზალკალიანი საქართველოში ვიზიტით მყოფ ბელგიის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

დავით ზალკალიანი საქართველოში ვიზიტით მყოფ ბელგიის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

06 ივლ 2018

უახლესი ამბები

  • ნატო-ს განახლებული ინფორმაციით, იენს სტოლტენბერგი ირაკლი ღარიბაშვილს დღეს შეხვდება

    ნატო-ს განახლებული ინფორმაციით, იენს სტოლტენბერგი ირაკლი ღარიბაშვილს დღეს შეხვდება

  • წულუკიანი: ევროპულმა სასამართლომ დაამტკიცა, რომ “ნაციონალურ მოძრაობას” და ნიკა გვარამიას ჰქონდათ მიტაცებული “რუსთავი 2”

    წულუკიანი: ევროპულმა სასამართლომ დაამტკიცა, რომ “ნაციონალურ მოძრაობას” და ნიკა გვარამიას ჰქონდათ მიტაცებული “რუსთავი 2”

  • პესკოვი: სამხრეთ ოსეთის შეერთების საკითხი არ განიხილება

    პესკოვი: სამხრეთ ოსეთის შეერთების საკითხი არ განიხილება

  • საქართველოს ბანკი ფეხბურთის ფედერაციის გენერალური პარტნიორია

    საქართველოს ბანკი ფეხბურთის ფედერაციის გენერალური პარტნიორია

  • აღმოაჩინეთ სამეგრელო დათო ტურაშვილთან ერთად

    აღმოაჩინეთ სამეგრელო დათო ტურაშვილთან ერთად

  • საქართველოს ეროვნულმა ბანკმა თიბისი კაპიტალი 2021 წელს საუკეთესო მაკროეკონომიკური პროგნოზის მომწოდებელ ორგანიზაციად დაასახელა

    საქართველოს ეროვნულმა ბანკმა თიბისი კაპიტალი 2021 წელს საუკეთესო მაკროეკონომიკური პროგნოზის მომწოდებელ ორგანიზაციად დაასახელა

  • შალვა პაპუაშვილი: ნორვეგია საქართველოს ევროინტეგრაციის გულმხურვალე მხარდამჭერია

    შალვა პაპუაშვილი: ნორვეგია საქართველოს ევროინტეგრაციის გულმხურვალე მხარდამჭერია

  • საშინელი სისუსტე აქვს, ადამიანს ფერი არ აქვს, ჩემს შვილს ვერ ვცნობ, სხვა ადამიანია – ვცადოთ და წავიყვანოთ

    საშინელი სისუსტე აქვს, ადამიანს ფერი არ აქვს, ჩემს შვილს ვერ ვცნობ, სხვა ადამიანია – ვცადოთ და წავიყვანოთ

  • შარლ მიშელი: ევროკავშირი მზად არის კიდევ უფრო გააძლიეროს პარტნიორობა საქართველოსთან

    შარლ მიშელი: ევროკავშირი მზად არის კიდევ უფრო გააძლიეროს პარტნიორობა საქართველოსთან

  • “ქალბატონებო და ბატონებო, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი” – ვიდეო კანის კინოფესტივალიდან

    “ქალბატონებო და ბატონებო, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი” – ვიდეო კანის კინოფესტივალიდან

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge