საქალაქო სასამართლოს მიერ, ადვოკატ გოგა ონიანის მიმართ გამოტანილ განაჩენს საქართველოს ექსპრეზიდენტი კიევიდან გამოეხმაურა. მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ონიანის დაპატიმრება ავადმყოფური საქციელია.
„დღეს მე აღშფოთებული ვარ, რომ გოგა ონიანი ჩასვეს, ეს სულმდაბალი, ავადმყოფური საქციელია, ძალიან ბოღმიანი და პატარა მასშტაბის ადამიანების. გოგა ძალიან მაგარი ადვოკატია, ძალიან ბევრ ადამიანს დაეხმარა. მე ასეთი რამ არც წარმომედგინა, ავადმყოფური ადამიანის ტვინში რაც დაიბადება, მე აზრადაც არ მომივიდოდა, რომ ეს შესაძლებელია. საქმე გვაქვს ძალიან მძიმე შემთხვევასთან, მაგრამ ყველაფერი დროებითია“,-განაცხადა სააკაშვილმა.
კომენტარები