NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»მნიშვნელოვანი»Paradise Documents – ახალი სკანდალი ოფშორებიდან

Paradise Documents – ახალი სკანდალი ოფშორებიდან

06 ნოე 2017 მნიშვნელოვანი, მსოფლიო 735 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

ოფშორებთან დაკავშირებით მორიგი მსოფლიო სკანდალი გორდება. როგორც „პანამის დოკუმენტების“ შემთხვევაში მოხდა, ახლაც გერმანულმა გამოცემამ Süddeutsche Zeitung-მა მოიპოვა დოკუმენტები, რომლებიც აღბეჭდავს მდიდარი და გავლენიანი ადამიანების მიერ, მათ შორის ინგლისის დედოფლის ქვეშევრდომების მიერ, გადასახადებისგან თავის არიდების მცდელობას. BBC-ის ინფორმაციით, გერმანულ გამოცემას ხელში 13,4 მილიონი დოკუმენტი ჩაუვარდა, რომელიც ოფშორებში მოქმედ ერთ-ერთ წამყვან იურიდიულ კომპანიას Appleby-ს ეკუთვნის. აღნიშნული კომპანია ბერმუდის კუნძულებზეა რეგისტრირებული.

ახალ დოკუმენტებს Paradise Documents-ი შეარქვეს და მის შიგთავსს 100-მდე მედიაორგანიზაცია იძიებს, მათ შორის BBC Panorama.

მედიაში უკვე გავრცელდა ინფორმაცია მდიდარი და გავლენიანი ადამიანების შესახებ, თუმცა, როგორც ჟურნალისტები აცხადებენ, ეს მხოლოდ აისბერგის წვერია.

უკვე გამოკვლეულ დოკუმენტებით გამოვლინდა, რომ დიდი ბრიტანეთის დედოფლის პირადი თანხები, დაახლოებით 10 მილიონი ფუნტი, ოფშორულ ინვესტიციებში იყო მიმართული, მათ შორის კომპანია BrightHouse-ში, რომელსაც ბრალი ედება სესხების არაკეთილსინდისიერ გაცემაში.

ასევე, დოკუმენტებში ფიგურირებს აშშ-ს პრეზიდენტის დონალდ ტრამპის კაბინეტის წევრი, რომელიც წილს ფლობს ისეთ კომპანიაში, რომელიც რუსეთის პრეზიდენტთან ვლადიმერ პუტინთან არის დაკავშირებული.

სკანდალში გაეხვა კანადის პრემიერის ჯასტინ ტრუდოს ადმინისტრაციის ერთ-ერთი მაღალჩინოსანი, რომელმაც თავი აარიდა მილიონობით დოლარის გადახდას გადასახადების სახით. აღსანიშნავია, რომ სწორედ გადასახადებისგან თავის არიდების თემა იყო მისი წინასაარჩევნო კამპანიის ერთ-ერთი მთავარი პუნქტი.

დოკუმენტებში ფიგურირებს რუსეთის უმდიდრესი ოლიგარქი ალიშერ უსმანოვიც. როგორც ირკვევა, მას ეკუთვნის კომპანია, რომელიც რუსეთში ფულის გათეთრების აღსაკვეთას სპეციალურ ჩეკებს იძლევა.

აღნიშნული პირები იმ ასეულ მდიდარ და გავლენიან ადამიანთა მოკლე ჩამონათვალია, რომელთა შესახებაც 100-მდე მედიაორგანიზაცია ინფორმაციას აგროვებს. როგორც BBC წერს, დოკუმენტების აბსოლუტური უმრავლესობა კრიმინალურ საქმიანობის შესახებ ინფორმაციას არ შეიცავს.

კომენტარები

გადასახადები ელისაბედ II ოფშორები 2017-11-06
Tags გადასახადები ელისაბედ II ოფშორები
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

საფეხბურთო მატჩზე პოლიციელმა გულშემატკივარი გათიშა

შემდეგი სტატია

იუსტიციის საბჭოს სხდომა ხმაურისა და დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობს

მსგავსი სტატიები

„ბატონმა მამუკამ ისაუბრა იმ 5 პრიორიტეტულ მიმართულებაზე, რომელიც ძალიან პოზიტიურად აისახება ქვეყნის განვითარებაზე“

„ბატონმა მამუკამ ისაუბრა იმ 5 პრიორიტეტულ მიმართულებაზე, რომელიც ძალიან პოზიტიურად აისახება ქვეყნის განვითარებაზე“

21 ივნ 2018

„პრემიერმა ყველაზე სწორიგანცხადება გააკეთა ამ ყველაფერთან დაკავშირებით“

23 დეკ 2017

მატვეი განაპოლსკი: საქართველოსთან ომის გამო ვუღალატე პუტინს

25 დეკ 2017

უახლესი ამბები

  • ეროვნული ბანკი: 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.8019 ლარი გახდა

    ეროვნული ბანკი: 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.8019 ლარი გახდა

  • ანტონიო გუტერეში ლვოვში ვოლოდიმირ ზელენსკისა და რეჯეფ თაიფ ერდოღანს შეხვდება

    ანტონიო გუტერეში ლვოვში ვოლოდიმირ ზელენსკისა და რეჯეფ თაიფ ერდოღანს შეხვდება

  • “პო­ლი­ტი­კუ­რი უტიფ­რო­ბაა, როცა ღა­რიბ მო­სახ­ლე­ო­ბას­თან, ომით და­ზა­რა­ლე­ბულ მო­სახ­ლე­ო­ბას­თან ჩა­დი­ხართ მი­ლან­ში ნა­ყი­დი პალ­ტო­ე­ბით, პი­ჯა­კე­ბით”

    “პო­ლი­ტი­კუ­რი უტიფ­რო­ბაა, როცა ღა­რიბ მო­სახ­ლე­ო­ბას­თან, ომით და­ზა­რა­ლე­ბულ მო­სახ­ლე­ო­ბას­თან ჩა­დი­ხართ მი­ლან­ში ნა­ყი­დი პალ­ტო­ე­ბით, პი­ჯა­კე­ბით”

  • ვლადიმერ პუტინი: დასავლეთის ქვეყნები სასოწარკვეთილად მიჯაჭვულნი არიან გაქრობაში მყოფ საკუთარ ჰეგემონიაზე, მაგრამ ერთპოლუსიანი მსოფლიო წესრიგი წარსულს ბარდება

    ვლადიმერ პუტინი: დასავლეთის ქვეყნები სასოწარკვეთილად მიჯაჭვულნი არიან გაქრობაში მყოფ საკუთარ ჰეგემონიაზე, მაგრამ ერთპოლუსიანი მსოფლიო წესრიგი წარსულს ბარდება

  • ბანკირმა და მოსკოვის საკულტო კლუბის Soho Rooms-ის თანამფლობელმა დენ რაპოპორტმა თავი მოიკლა

    ბანკირმა და მოსკოვის საკულტო კლუბის Soho Rooms-ის თანამფლობელმა დენ რაპოპორტმა თავი მოიკლა

  • რუსეთმა ჩრდილოეთ უკრაინის ჟიტომირის რეგიონზე სარაკეტო დარტყმა განახორციელა

    რუსეთმა ჩრდილოეთ უკრაინის ჟიტომირის რეგიონზე სარაკეტო დარტყმა განახორციელა

  • DDT-ს სოლისტი იური შევჩუკი: ახლა ჩვენი ბიჭები უკრაინაში იღუპებიან, რატომ … (ვიდეო)

    DDT-ს სოლისტი იური შევჩუკი: ახლა ჩვენი ბიჭები უკრაინაში იღუპებიან, რატომ … (ვიდეო)

  • რუსა მორჩილაძე: ღმერ­თი რომ და­გა­ჯილ­დო­ებს და ერთხელ მოგ­ცემს სი­ცო­ცხლეს, რო­გორც სა­ჭი­როა, უნდა გა­მო­ი­ყე­ნო და წლე­ბი სახ­ლში არ უნდა გა­ა­ტა­რო

    რუსა მორჩილაძე: ღმერ­თი რომ და­გა­ჯილ­დო­ებს და ერთხელ მოგ­ცემს სი­ცო­ცხლეს, რო­გორც სა­ჭი­როა, უნდა გა­მო­ი­ყე­ნო და წლე­ბი სახ­ლში არ უნდა გა­ა­ტა­რო

  • კახა ოქრიაშვილი: ივანიშვილმა გამოაგორა „ყმაწვილების კვარტეტი“ და განაგრძობს ამერიკის შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის პირდაპირ გინებას

    კახა ოქრიაშვილი: ივანიშვილმა გამოაგორა „ყმაწვილების კვარტეტი“ და განაგრძობს ამერიკის შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის პირდაპირ გინებას

  • ლაგოდეხის ნაკრძალში დაღუპული მოზარდის საქმეზე სასამართლომ დამნაშავედ 1 მასწავლებელი ცნო

    ლაგოდეხის ნაკრძალში დაღუპული მოზარდის საქმეზე სასამართლომ დამნაშავედ 1 მასწავლებელი ცნო

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge