2018 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის გარკვეული სიახლე ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდას შეეხება. ამის შესახებ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა მაია მიმინოშვილმა განაცხადა.
„2018 წელს გარკვეული სიახლე ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდასაც შეეხება. იგეგმება არგუმენტირებული ესეს შეფასების კრიტერიუმების კორექტირება. ეს ცვლილებები ეფუძნება ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების კვლევასა და სპეციალისტების ექსპერტულ ანალიზს. ცვლილებები მიზნად ისახავს შეფასების მექანიზმის სრულყოფას. ახალი კრიტერიუმებით არგუმენტირებული ესეს შეფასების მაქსიმალური ქულაა 24, ნაცვლად 20 ქულისა. ამ კრიტერიუმებით გაიზარდა ნაშრომის შინაარსობრივი მხარის შეფასების ხვედრითი წილი, რაც მიზნად ისახავს მსჯელობის არგუმენტირებისა და არაშაბლონურობის, აგრეთვე კრიტიკული აზროვნების წახალისებას.
მაია მიმინოშვილის თქმით, ცვლილება ხორციელდება იმ აბიტურიენტებისთვისაც, ვინც არჩევით საგნად მათემატიკას აბარებს.
“კიდევ ერთი სიახლეა აბიტურიენტებისთვის, ვისაც მათემატიკის არჩევა სურს. მათთვის დავალებებში მარტივი შეკითხვების ხვედრითი წილი იწრდება”, – განაცხადა მაია მიმინოშვილმა.
კომენტარები