გასაგებია, რომ ყველა საკუთარი სიბინძურის ხარისხის მიხედვით აძლევს თავს გასაქანს, შვილების ლანძღვისას, ამის შესახებ „ტაბულას“ რედაქტორი თამარ ჩერგოლეიშვილი „ფეისბუქზე“ წერს.
„კიდევ ერთხელ გავიმეორებ:
1. მთავარი და უდიდესი პრობლემა არის ის, რომ კორკოტასებრნი ჩვენი ქვეყნის დღის წესრიგს ქმნიან და არა ის, რომ კორკოტა რომელიღაც ორ პროცენტიანი არხიდან ტალახს ისვრის.
ანუ მთავარი პრობლემა არის ხელისუფლება და არა მედია. მედიაზე აქცენტის გადატანით ფოკუსს ვკარგავთ და ეს ცუდია.
2. ერთი ხელით კუკავაზე და ბურჯანაძეზე დაყრდნობით სიუჟეტებს ამზადებდე იმაზე, ვინ ვისთანაა გარიგებული, ახვლედიანს იწვევდე და იმაზე ალაპარაკებდე, რომ ევროპაში ინცესტი ლეგალურია და მეორე ხელით სხვა არხებს მოუწოდებდე, კორკოტას ტრიბუნა არ მისცეს – არის კომიკური.
3. ის, რომ ერთმანეთის შვილებს ვეხებით, არის ცალსახად ცუდი. კიდევ უფრო ცუდია, შენს შვილს რომ შეეხებიან, მაშინ რომ გახსენდება, სხვის შვილებს რომ არ უნდა შეეხო.
ცუდია, ჩემ გამო რომ ჟორჟოლიანი და მისი ჯოგი ჩემს შვილს ლანძღავდა, ცუდია კორკოტას გამო რომ გვარამია კორკოტას შვილს თხოვს პასუხს, ცუდია ნანუკას შვილს, რომ ნანუკას გამო აგინებენ.
გასაგებია, რომ ყველა საკუთარი სიბინძურის ხარისხის მიხედვით აძლევს თავს გასაქანს, შვილების ლანძღვისას – მაგრამ პრინციპი ერთია“,-წერს ჩერგოლეიშვილი.
კომენტარები