NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»უწყებათაშორისი კომისიის პროკურატურის ანგარიში მოისმინეს

უწყებათაშორისი კომისიის პროკურატურის ანგარიში მოისმინეს

06 ნოე 2017 ახალი ამბები, პოლიტიკა 743 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

იუსტიციის სამინისტროში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორისი კომისიის მორიგი სხდომა გაიმართა, რომელსაც  კომისიის თავმჯდომარე, იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი, უძღვებოდა. კომისიის წევრებმა პროკურატურის ანგარიში მოისმინეს, რომელიც წინასაარჩევნო და საარჩევნო პერიოდში სავარაუდო დარღვევებს ეხებოდა.

მთავარი პროკურორის მოადგილე გიორგი გაბიტაშვილის ინფორმაციით, საარჩევნო პერიოდში მთლიანად  47 საქმეზე დაიწყო გამოძიება: აქედან ქვემო ქართლის რეგიონში − 7 საქმეზე, შიდა ქართლში − 3 საქმეზე, დასავლეთ საქართველოში − 4 საქმეზე,  აჭარაში − 5 საქმეზე, სამეგრელოში − 2 საქმეზე, თბილისში − 21 საქმეზე, კახეთში − 1 საქმეზე, სამცხე-ჯავახეთში − 4 საქმეზე.

ანგარიშის თანახმად, 9 საქმეზე გამოძიება მტკიცებულების არარსებობის გამო შეწყდა, 3 საქმეზე კი მიმდინარეობს სისხლისსამართლებრივი დევნა 7 პირის მიმართ.

მთავარი პროკურატურის ანგარიშის გარდა, კომისიაზე ცესკო-ს ანგარიშიც მოისმინეს.

ამასთან, უწყებათაშორისი კომისიის წევრები შეთანხმდნენ, მომზადდეს და გამოიცეს რეკომენდაცია, სადაც ნათლად ჩამოყალიბდება, რომ ე.წ. სამაგიდო სიები არ უნდა იქნეს გამოყენებული პოლიტიკური პარტიების წარმომადგენელთა, მათ წარმომადგენელთა და სხვადასხვა დამკვირვებლის მიერ იმის გადასამოწმებლად, თუ ვინ იყო უბანზე მოსული და დააფიქსირა თავისი არჩევანი. უწყებათაშორისი კომისია აღნიშნულ რეკომენდაციას დღის განმავლობაში გამოაქვეყნებს.

სხდომას ესწრებოდნენ კომისიის წევრები − აღმასრულებელი ხელისუფლების, საარჩევნო პროცესში ჩართული პოლიტიკური პარტიებისა და ბლოკების, ადგილობრივი არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

უწყებათაშორისი კომისია თანამშრომლობს საარჩევნო პროცესში ჩართულ პოლიტიკურ პარტიებსა და ბლოკებთან, ადგილობრივ არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებთან, დამკვირვებლებთან. სამუშაო პროცესში მონაწილეობენ კომისიის წევრები (საქართველოს შინაგან საქმეთა; საგარეო საქმეთა; ფინანსთა; თავდაცვის; რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის; სასჯელაღსრულებისა და პრობაციის; განათლებისა და მეცნიერების; შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრების მოადგილეები; აგრეთვე, მთავარი პროკურორისა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილეები; საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებსა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი), კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტების, სხვა პოლიტიკური პარტიებისა და საარჩევნო ბლოკების, ადგილობრივი და საერთაშორისო დამკვირვებელი ორგანიზაციების წარმომადგენლები. თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორისი კომისია საქმიანობას ცესკო-ს მიერ არჩევნების საბოლოო შედეგების ოფიციალურად გამოქვეყნების დღიდან შეწყვეტს.

უწყებათაშორისი კომისია 2013 წლის საპრეზიდენტო, 2014 წლის ადგილობრივი და 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების პერიოდშიც ფუნქციონირებდა. კომისია შეიქმნა 2015 წლის შუალედური არჩევნებისთვისაც. ჯამში, სამართლიანი და თავისუფალი საარჩევნო გარემოს უზრუნველსაყოფად კომისიამ 48 რეკომენდაცია შეიმუშავა. უწყებათაშორისი კომისიის ეგიდით და მთავრობის გადაწყვეტილებით, პირველად 2016 წელს წინასაარჩევნო პერიოდში ძალადობის პრევენციისა და ძალადობის წინააღმდეგ ჩატარდა სპეციალური საინფორმაციო კამპანია (17 სექტემბერი – 30 ოქტომბერი), რომელშიც მონაწილეობა მიიღო საარჩევნო სუბიექტის 11-მა ლიდერმა; შეიქმნა ვიდეორგოლი, სადაც პოლიტიკოსები მხარდამჭერებს არჩევნების ძალადობისგან თავისუფალ გარემოში ჩატარებისაკენ მოუწოდებდნენ. ვიდეორგოლი 18 სექტემბრიდან 2 ოქტომბრამდე პერიოდში 967 620-მა მაყურებელმა, მინიმუმ, ერთხელ მაინც ნახა.

 

კომენტარები

იუსტიციის სამინისტრო უწყებათაშორისი კომისია 2017-11-06
Tags იუსტიციის სამინისტრო უწყებათაშორისი კომისია
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

ნაზი ჯანეზაშვილი იუსტიციის საბჭოს სხდომების მეტი საჯაროობის ინიციატივით გამოდის

შემდეგი სტატია

თავდაცვის მინისტრმა სამხედრო მოსამსახურეებს ახალი ბინები გადასცა

მსგავსი სტატიები

რა კითხვები აქვთ დეპუტატებს საგარეო საქმეთა მინისტრთან

რა კითხვები აქვთ დეპუტატებს საგარეო საქმეთა მინისტრთან

ირაკლი შალიკაშვილი 19 ნოე 2021
საქართველოში კიდევ ერთი მიწისძვრა მოხდა

საქართველოში კიდევ ერთი მიწისძვრა მოხდა

06 ივნ 2018
მამუკა მდინარაძე: თუ ოპოზიციიდან ვინმე მიხვდება, რომ „ევროპული საქართველოს“ და „ნაცმოძრაობის“ ბულინგს არ უნდა დაექვემდებაროს …

მამუკა მდინარაძე: თუ ოპოზიციიდან ვინმე მიხვდება, რომ „ევროპული საქართველოს“ და „ნაცმოძრაობის“ ბულინგს არ უნდა დაექვემდებაროს …

ნინო ჩხეიძე 04 იან 2021

უახლესი ამბები

  • ტაქტიკურად, რაღაც შეიძლება დღეს არ გამოვიდეს, ხვალ გამოვიდეს, ზაფხულის პერიოდია

    ტაქტიკურად, რაღაც შეიძლება დღეს არ გამოვიდეს, ხვალ გამოვიდეს, ზაფხულის პერიოდია

  • ,,არავის მოვატყუებინებთ თავს” – ოპოზიცია დღეს პარალელური გეგმის წარდგენას გეგმავს

    ,,არავის მოვატყუებინებთ თავს” – ოპოზიცია დღეს პარალელური გეგმის წარდგენას გეგმავს

  • ბიონსეს ახალი ფოტო სოციალურ ქსელში პოპულარულია

    ბიონსეს ახალი ფოტო სოციალურ ქსელში პოპულარულია

  • პესკოვი: …მანამდე კიევს მოუწევს რუსეთის პირობების გაგება

    პესკოვი: …მანამდე კიევს მოუწევს რუსეთის პირობების გაგება

  • „ქართული ოცნების“ ოფისთან სამართალდამცავთა მობილიზებაა

    „ქართული ოცნების“ ოფისთან სამართალდამცავთა მობილიზებაა

  • დეპუტატმა დიმიტრი სამხარაძემ „ოცნების” ოფისთან შეკრებილ აქციის მონაწილეებს აგინა

    დეპუტატმა დიმიტრი სამხარაძემ „ოცნების” ოფისთან შეკრებილ აქციის მონაწილეებს აგინა

  • სალომე ზურაბიშვილი: არც კობახიძისეულ და არც რადიკალური ოპოზიციის გეგმას “გადადექი და მე გადმოვდგები”, არაფერი საერთო არ აქვს ნამდვილ ეროვნულ თანხმობასა და კანდიდატურის მიღებისთვის აუცილებელ სამოქმედო გეგმასთან

    სალომე ზურაბიშვილი: არც კობახიძისეულ და არც რადიკალური ოპოზიციის გეგმას “გადადექი და მე გადმოვდგები”, არაფერი საერთო არ აქვს ნამდვილ ეროვნულ თანხმობასა და კანდიდატურის მიღებისთვის აუცილებელ სამოქმედო გეგმასთან

  • იელოუსტოუნის ნაკრძალში მნახველებს ბიზონები დაესხნენ თავს

    იელოუსტოუნის ნაკრძალში მნახველებს ბიზონები დაესხნენ თავს

  • 15 პროდუქტი რომელიც გულის მუშაობას აუმჯობესებს

    15 პროდუქტი რომელიც გულის მუშაობას აუმჯობესებს

  • რატომ სჯერათ ადამიანებს შეთქმულების თეორიების

    რატომ სჯერათ ადამიანებს შეთქმულების თეორიების

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge