ტეხასში მომხდარ თავდასხმას აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი გამოეხმაურა. პრეზიდენტის თქმით, მომხდარს ადგილობრივი პოლიცია და გამოძიების ფედერალური ბიურო იძიებს.
„ღმერთი ფარავდეს საზერლენდ სპრინგსის მოსახლეობას. ადგილზე FBI და ადგილობრივი პოლიცია მუშაობს. მე სიტუაციას იაპონიიდან ვაკვირდები“, – წერს ტრამპი „ტვიტერზე“.
ტეხასის შტატში, ქალაქ სან-ანტონიოსთან მდებარე ბაპტისტურ ეკლესიაში უცნობმა მამაკაცმა ცეცხლი გახსნა. სროლის შედეგად, სულ მცირე, 26 ადამიანი დაიღუპა.
კომენტარები