დედაქალაქის მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების სამსახურის ყოფილი უფროსი ბიძინა გიორგობიანი მერიის ყოფილი მაღალჩინოსნის ოთარ აბესაძის შესახებ სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს.
„ჯერ რა ადვოკატები იცავენ ამ საწყალს, რომ მისი “ფსიქოლოგიური მდგომარეობა” აშფოთებთ ან რა სისულელეში მოჰყვა ეს ბავშვი ისეთში, რა უპატიებელი ჩიდინა? ბოლოს და ბოლოს ნარკოტიკით მოვაჭრეებს მისტიროდა მთელი თფილისი და 28 წლის ახალგაზრდა კაცმა, სამოხელეო დანაშაულის გამო სიცოცხლით უნდა აგოს პასუხი? მისი კარიერა ხომ დასრულდა ამ დანაშულით. მან საკმაოზე მეტი როზგი მიიღო თავისი მიამიტობისათვის, მადლობა ყველას ვინც ეს კორუფციის ფაქტი აღკვეთა, მაგრამ უნდა დაინვალიდდეს აუცილებლად ეს ახალგაზრდა კაცი? “მოპედის” ყიდვა მინდოდაო, არ ვიცი რამდენად მართალია. არც ის ვიცი ვინ არბენინებდა მას, წინასწარ მიჩენილ ხალხთან ფულის სათხოვნელად, მაგრამ იმას კი ვხვდები, რომ ციხის რეჟიმი მისთვის სრულიად ზედმეტია“,-წერს გიორგობიანი.
კომენტარები