მესამეკლასელი გოგონა სოფელ ბენო-იურტიდან, ხედა იბახიევა კონკურსის გამარჯვებულია.
რუსეთის პრეზიდენტზე, ვლადიმერ პუტინზე საუკეთესო ლექსის კონკურსი ჩეჩნეთის მეთაურმა, რამზან კადიროვმა დააწესა.
სოციალურ ქსელში კადიროვი წერს, რომ კონკურსის გამოცხადებიდან რამდენიმე საათში, 3 000-ზე მეტი ლექსი მიიღეს.
“კონკურსში მონაწილეობდნენ მოხუცები, ახალგაზრდები…მოსახლეობის ყველა ფენის ცნობილი წარმომადგენლები”, წერს კადიროვი.
ჩეჩნეთის მეთაური ასევე აღნიშნავს, რომ გოგონამ კონკურსში მონაწილეობა არა iPhone X მიიღო, არამედ მას სურდა “პრეზიდენტისადმი სიყვარულისა და პატივისცემის” გამოვლენა.
კადიროვმა მიულოცა გოგონას კონკურსში გამარჯვება, მას iPhone X უკანასკნელი მოდელი გადასცეს.
კომენტარები