კატალონიის ყოფილი პრეზიდენტი კარლოს პუჩემონტი და მისი ოთხი მინისტრი ბელგიელმა მოსამართლემ გაათავისუფლა, თუმცა ქვეყნის დატოვების უფლება არ აქვს. პუჩემონტსა და კიდევ ოთხ მინისტრს ბრალი ამბოხსა და საბიუჯეტო თანხების გაფლანგვაში ედებათ ბრალი. ისინი ბელგიის პოლიციას მას შემდეგ ჩაბარდნენ, რაც ესპანეთის უზენაესმა სასამართლომ ევროკავშირის დაკავების ორდერი გასცა.
პუჩემონტი და ოთხი მინისტრი ბელგიის სასამართლოში 15 დღეში უნდა გამოჩნდნენ. როგორც BBC წერს, ბელგიას 60 დღე აქვს, რათა ისინი ესპანეთს გადასცეს.
პუჩემნოტის თქმით, ის პოლიციას ჩაბარდა, რათა ეჩვენებინა, რომ არ გაურბის სამართლებრივ პროცესს, თუმცა აღნიშნა, რომ ეს ესპანეთში შეუძლებელია.
კომენტარები