გასული ორი კვირის განმავლობაში, მაგთიკომის ინტერნეტქსელის სხვადასხვა სეგმენტზეუწყვეტ რეჟიმში ხორციელდება კიბერ შეტევა. მაგთიკომის ქსელი საკმაოდ დაცულია და კიბერ შეტევის ნიშნების დაფიქსირებისთანავე,კომპანიის ტექნიკურმა სამსახურმა კიდევ უფრო გააძლიერა უსაფრთხოებისუზრუნველყოფის მექანიზმები. მაგთიკომის აბონენტების ნაწილს შეეზღუდა ინტერნეტის გარკვეულ რესურსებთანწვდომა და, ამავდროულად, გადაიტვირთა ცხელი ხაზი. კომპანია მუდმივად მიმართავს ყველა ზომას, რათა მაქსიმალურად აღკვეთოს კიბერ შეტევები. ამ მომენტისთვის მაგთიკომისგან დამოუკიდებელი ტექნიკური მიზეზების გამო შექმნილი შეფერხებები აღმოფხვრილია და აბონენტებს სრულად მიეწოდება ინტერნეტსერვისი.
რამდენადაც კიბერ შეტევები მხოლოდ მაგთიკომის ქსელზე განხორციელდა, არსებობს ეჭვი, რომ საქმე გვაქვს განზრახ ზიანის მიყენების და იმიჯის შელახვის მცდელობასთან.
მაგთიკომი ბოდიშს უხდის აბონენტებს შექმნილი უხერხულობისთვის.
[R]
კომენტარები