ე.წ. ციანიდის საქმესთან დაკავშირებით, ირაკლი ფირცხალავას წინასასამართლო სხდომა დღეს გაიმართება. პროკურატურა ფირცხალავას ჩვენების მიცემაზე უარის თქმას ედავება. სხდომაზე ბრალდების მხარის მტკიცებულებების დასაშვებობა განიხილება. დაცვის მხარე კი ძიების შეწყვეტას ითხოვს. ადვოკატის თქმით, საქმე პოლიტიკურად მოტივირებულია და არანაირი დანაშაული ჩადენილი არ არის.
პროკურატურამ ირაკლი ფირცხალავას დაკითხვა მას შემდეგ მოითხოვა, რაც მან ციანიდის საქმის მთავარი მოწმე ირაკლი მამალაძე აგენტობაში დაადანაშაულა.
„გაიმართება ციანიდის საქმის ერთერთი მოწმის ირაკლი ფირცხალავას ჩვენების მიცემისთვის უარის თქმის ბრალდების სასამართლო პროცესი, სადაც დავასაბუთებ ხსენებული ბრალდების პოლიტიკურ მოტივირებულობას და აბსურდულობას, შესაბამისად ვიშუამდგომლებ სასამართლოს წინაშე, რათა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის მიმართ შეწყდეს სისხლის სამართლებრივი დევნა“,-დავით ცინცქალაძე.
კომენტარები