სირიის ქალაქ დეირ ალ ზორში, ლტოლვილთა ბანაკში მომხდარი აფეთქების შედეგად 100-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ უცხოური მედია წერს. დაღუპულთა შორის უმეტესად ბავშვები და ქალები არიან.
სირიის ქალაქ დეირ ალ ზორში ტერორისტებმა ლტოლვილთა ბანაკი ააფეთქეს. არსებული ინფორმაციით, დანაღმული მანქანა აფეთქდა, რომელიც „ისლამური სახელმწიფოს“ თვითმკვლელმა ტერორისტმა აამოქმედა.
3 ნოემბერს, სირიის სამთავრობო ძალებმა განაცხადეს, რომ ქალაქი დეირ ალ ზორი, რომელიც „ისლამური სახლმწიფოს“ ბოლო საყრდენად ითვლებოდა, გათავისუფლებულია.
კომენტარები