Independent–ის გავრცელებული ინფორმაციით ლუიზიანას შტატში 15 წლის მოსწავლემ სატვირთო ავტომობილი გაიტაცა, ავზიდან ბენზინი გადმოასხა და წმინდა პავლეს სახელობის ბაპტისტურ ეკლესიას ცეცხლი წაუკიდა. მისი საქციელის მოტივები ჯერჯერობით უცნობია.
მედიის ცნობით, ხანძრის შედეგად ეკლესიის ახალი შენობა დაიწვა, რომელიც რამდენიმე თვის წინ აშენდა. ხანძრის შესახებ პოლიციას თვითმხილველებმა შეატყობინეს. ეკლესიასთან მოზარდი სწორედ მათ შენიშნეს.
მოსწავლე მოგვიანებით მეზობელ ოლქში დააკავეს.
კომენტარები