საგარეჯოს რაიონის სოფელ დიდი ჩაილურის ტყეში ხანძარია. ჯერჯერობით არ არის ცნობილი, რა მასშტაბზეა ცეცხლი მოდებული. საგარეჯოს გამგებლის მოადგილის განცხადებით, ხანძრის სოფელზე გავრცლების საშიშროება არ არის, რადგან ტყე სოფლიდან რამდენიმე ათეული კილომეტრით არის დაშორებული.
„ძალიან ცუდ ადგილას არის, გურჯაანი საგარეჯოს საზღვარზე არის ხანძარი გაჩენილი. ტექნიკის მისვლა არის ძალიან ძნელი, სამაშველო სამსახური და მოსახლეობა ერთად მუშაობენ. ფართობი ჯერ არ არის განსაზღვრული. სოფლიდან რამდენიმე კილომეტრშია დაშორებული“,-განაცხადა საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილემ პაატა ასრათაშვილმა.
კომენტარები