ცესკომ „ქართული ოცნების“ თიანეთის მერობის კანდიდატის ლელა ქიტესაშვილის საჩივარი, მერის არჩევნების შედეგების გაუქმებას და მეორე ტურის დანიშვნის ნაწილში არ დააკამყოფილა.
ცესკოს გადაწყვეტილებით, შედეგები მერის არჩევნების ნაწილში უცვლელი დარჩა. შესაბამისად, ძალაში რჩება თიანეთის საოლქო-საარჩეევნო კომისიის შემაჯამებელი ოქმი, რომლის თანახმად, თიანეთში თვითმმართველობის არჩევნებში 1 ხმით თამაზ მეჭიაური იმარჯვებს.
ქიტესაშვილის განცხადებით, კომისიამ არ მოუსმინა არც მოწმეებს და არც სადამკვირვებლო ორგანიზაციას, ის აპირებს, რომ ბრძოლა გააგრძელოს.
„კომისიამ არც მოწმეებს მოუსმინა და არც სადამკვირებლო ორგანიზაციას, რომლებსაც ცალსახად ჰქონდათ ჩამოყალიბებული განსხვავებული აზრი ამ დათვლასთან დაკავშირებით”, – განაცხადა ქიტესაშვილმა.
კომენტარები