სირიის სამთავრობო ძალებმა ქვეყანაში „ისლამური სახელმწიფოს“ კონტროლირებად ბოლო ქალაქი დაირ-ელ-ზავრი დაიკავეს. ინფორმაციას BBC სირიის სახელმწიფო ტელევიზიაზე დაყრდნობით ავრცელებს. ამჟამად არსებული ინფორმაციით, სირიის არმია ქალაქში ბოლო გამაგრებულ შენობებს იკავებს.
ტერორისტულმა ორგანიზაციამ ქალაქი 2014 წელს დაიკავა და დღემდე აკონტროლებდა. ქალაქს სტრატეგიული მნიშვნელობა ჰქონდა, რადგან სირია-ერაყის საზღვართან მდებარეობს.
კომენტარები