აშშ-ს ცენტრალური სადაზვერვო სამსახურმა გაასაჯაროვა ფაილები, რომლებიც ტერორისტული ორგანიზაცია „ალ ქაიდას“ ლიდერის ოსამა ბინ ლადენის კომპიუტერში ინახებოდა. კომპიუტერი ამერიკელებს პაკისტანში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს ჩაუვარდათ ხელში. სწორედ ამ სპეცოპერაციის დროს მოკლეს ბინ ლადენი.
გამოქვეყნებულ ფაილებს შორის არის ტერორისტის პირადი დღიური, ოჯახური ვიდეო, რომელშიც მისი შვილის ქორწილია აღბეჭდილი. ამის გარდა, მას კომპიუტერში შენახული ჰქონდა მულტფილმები და ვიდეორგოლები YouTube-დან.
BBC-ის ინფორმაციით, ბინ ლადენს კომპიუტერში შენახული ჰქონდა „ჭიანჭველა ანცი“, „მანქანები“, „ნახევარქათამა“ და „სამი მუშკეტერი“, ასევე, YouTube-ის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ვიდეო – „ჩარლიმ კვლავ თითზე მიკბინა“, რომელმაც 854 მილიონი მნახველი დააგროვა.
გარდა მულტფილმებისა, ტერორისტების ლიდერს კომპიუტერული თამაში Final Fantasy VII ჰქონდა დაყენებული.
ასევე, ცნობილი ხდება ბინ ლადენი კომპიუტერში მიშ შესახებ გადაღებულ დოკუმენტურ ფილმებსაც ინახავდა. როგორც ჩანს, ოსამა ბინ ლადენს National Geographic-ის დოკუმენტური ფილმებიც მოსწონდა.
კომენტარები