ჟურნალი Vogue-ის მთავარი რედაქტორი ანა ვინტური ჟურნალი Forbes-ის მიხედვით, მასობრივ მედიის გასართობ სფეროში ყველაზე გავლენიანი ქალი გახდა.
ანა ვინტური ამერიკულ Vogue-ს 1988 წლიდან ხელმძღვანელობს და გარდა ამისა, Conde Nast-ის არტ-დირექტორია. 2008 წელს, ბრიტანეთის იმპერიის კავალერიის ორდენით დააჯილდოვეს.
Forbes-მა მსოფლიოს 100 ყველაზე გავლენიანი ქალის სიაში პირველი ადგილი გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელს მიაკუთვნა.
მეორე ადგილზეა დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრი ტერეზა მეი, ხოლო მესამეზე – მილიარდერ ბილ გეიტსის მეუღლე მელინდა გეიტსი.
Forbes ამერიკული ფინანსურ-ეკონომიკური ჟურნალია. იგი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და ავტორიტეტული ეკონომიკური გამოცემაა. ჟურნალი 1917 წელს ბერტი ჩარლზ ფორბსმა დაარსა.
კომენტარები