მოსკოვის ცენტრში, სახინკლეში, უცნობმა ცეცხლი გახსნა და ორი მამაკაცი დაჭრა, ამის შესახებ რუსული მედია იტყობინება. შემთხვევა, ღამით მოხდა, სამართალდამცავები დამნაშავეს ეძებენ.
“პოლიციაში შემოვიდა ინფორმაცია კაფე-სახინკლედან, ორი მამაკაცის დაჭრის შესახებ. ცნობილია, რომ მამაკაცმა, რომელსაც თანამშრომელმა ხმაურის გამო შენიშვნა მისცა, ცეცხლი გახსნა.
დაჭრილია ორი მამაკაცი”, – განუცხადა წყარომ РИА Новости – ს.
კომენტარები