აშშ-ს პრეზიდენტის დონალდ ტრამპის გვერდი Twitter-ზე 11 წუთის განმავლობაში მიუწვდომელი იყო. როგორც Twittter-ში აცხადებენ, ერთ-ერთმა თანამშრომელმა პრეზიდენტის ანგარიში რამდენიმე წუთით გათიშა. BBC-ის ინფორმაციით, 11 წუთის განმავლობაში 41 მილიონი გამომწერის მქონე გვერდი მიუწვდომელი იყო.
BBC ასევე წერს, რომ მიუხედავად მისა, რომ ტრამპის გვერდი აღდგა და ფუნქციონირებს, გაჩნდა კითხვები თუ რამდენად დაცულია პრეზიდენტის გვერდი სოციალური ქსელში და შესაძლებელია თუ არა, რომ თვითნებურმა თანამშრომელმა პრეზიდენტის სახელით გაავრცელოს განცხადებები.
Twitter-ში აცხადებენ, რომ მომხდართან დაკავშირებით სრულყოფილ შიდა გამოძიებას ჩაატარებენ.
კომენტარები