NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»სასამართლომ პოლიციის 3 თანამშრომელი დამნაშავედ ცნო

სასამართლომ პოლიციის 3 თანამშრომელი დამნაშავედ ცნო

02 ნოე 2017 ახალი ამბები, სამართალი 876 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

გორის რაიონულმა სასამართლომ მოქალაქე ზ.ფ.-ს მიმართ განხორციელებული ძალადობისთვის დამნაშავედ ცნო კასპის პოლიციის 3 ყოფილი თანამშრომელი. გამამტყუნებელი განაჩენის თანახმად, თითოეულ მსჯავრდებულს სასჯელის ზომად დაეკისრა ჯარიმის გადახდა 2000 ლარის ოდენობით. ზ.ფ.-ს სამართლებრივ დახმარებას ადამიანის უფლებათა ცენტრი უწევდა.

2015 წლის 4 აპრილს პოლიციის თანამშრომლებმა მოქალაქე ზ.ფ. თავისი სახლის მიმდებარე ტერიტორიიდან იძულებით ჩასვეს ავტომობილში და სასაფლაოს მიმართულებით წაიყვანეს, სადაც ფიზიკურად გაუსწორდნენ. ინციდენტის წინაპირობა ზ.ფ.-ს მეუღლის მისამართით პოლიციის ერთ-ერთი თანამშრომლის შეურაცხმყოფელი საქციელი იყო, რის გამოც ზ.ფ.-მ პროტესტი გამოთქვა, ამას კი პოლიციელების მხრიდან ძალის გამოყენება მოჰყვა.

ძალადობრივი ფაქტიდან ერთი თვის შემდგომ,  შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო  პროკურატურამ ზ.ფ. ცნო დაზარალებულად, მაგრამ სისხლის სამართლებრივი დევნა პოლიციის იმ თანამშრომლების მიმართ, რომლებმაც ფიზიკურად იძალადეს, ერთი წლის მანძილზე ჭიანურდებოდა.

ადამიანის უფლებათა ცენტრის არაერთი მოწოდებისა და მიმართვის შედეგად, 2016 წლის მაისში პოლიციის თანამშრომლებს ბრალი წარედგინათ. ისინი პასუხისგებაში მისცეს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით, რაც გულისხმობს ცემას ან სხვაგვარ ძალადობას, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.

ადამიანის უფლებათა ცენტრი მიიჩნევს, რომ საგამოძიებო ორგანოები მართლმსაჯულებას უნდა ახორციელებდნენ  ეფექტიანად და მოქალაქე წლების მანძილზე არ უნდა ელოდებოდეს  სამართლიან გადაწყვეტილებას.

ზ.ფ.-ს საქმემ კიდევ ერთხელ წარმოაჩინა სამართალდამცველი ორგანოების თანამშრომელთა მიერ ჩადენილი დანაშაულის გამოძიებისას თანმდევი სისტემური პრობლემები, რომელთა აღმოფხვრა მხოლოდ დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის შექმნის პირობებშია შესაძლებელი.

აუცილებელია, შეიქმნას დამოუკიდებელი საგამოძიებო ორგანო, რომელიც ბევრად უფრო ეფექტიანი და მიუკერძოებელი იქნება სამართალდამცველი ორგანოების თანამშრომელთა მიერ ჩადენილი მსგავსი დანაშაულების გამოძიებისას.

კომენტარები

გორი გორის რაიონული სასამრთლო პოლიციის თანამშრომელკი სასამართლო 2017-11-02
Tags გორი გორის რაიონული სასამრთლო პოლიციის თანამშრომელკი სასამართლო
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

„მეგის ქარდავას ექსტრადირების პროცედურებს შესაძლოა ერთი წელი დასჭირდეს“

შემდეგი სტატია

„ვანო მერაბიშვილი არის პოლიტიკური პატიმარი“

მსგავსი სტატიები

ლადო ჭანტურია სტრასბურგის სასამართლოს მოსამართლედ აირჩიეს

10 ოქტ 2017

 იუსტიციის უმაღლესი საბჭო მოსამართლეთა უვადოდ განწესების შესახებ ანა დოლიძის ინიციატივაზე იმსჯელებს 

სოსო ელისაშვილი 26 მარ 2018

მიხეილ ჩხენკელი: სამინისტრო ყველაფერს იღონებს, რათა აღარასდროს დავუშვათ მსგავსი ტრაგედია

02 დეკ 2017

უახლესი ამბები

  • ოთარ ყუშანაშვილი ბორის კორჩევნიკოვს ვახტანგ კიკაბიძის შესახებ გაკეთებული განცხადების გამო პასუხობს (ვიდეო)

    ოთარ ყუშანაშვილი ბორის კორჩევნიკოვს ვახტანგ კიკაბიძის შესახებ გაკეთებული განცხადების გამო პასუხობს (ვიდეო)

  • ფსიქიატრი კორნელიუს კატონა: სააკაშვილს აქვს დემენცია, პირები, რომლებსაც აქვთ დემენცია, არ უნდა იყვნენ ციხეში

    ფსიქიატრი კორნელიუს კატონა: სააკაშვილს აქვს დემენცია, პირები, რომლებსაც აქვთ დემენცია, არ უნდა იყვნენ ციხეში

  • უკრაინის ელჩი ნოვაკ ჯოკოვიჩს მოუწოდებს, რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებით საკუთარი პოზიცია დააფიქსიროს

    უკრაინის ელჩი ნოვაკ ჯოკოვიჩს მოუწოდებს, რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებით საკუთარი პოზიცია დააფიქსიროს

  • ბრიტანული დაზვერვა: რუსები ცრუობენ უგლედარსა და ორეხოვის მახლობლად წარმატებებზე

    ბრიტანული დაზვერვა: რუსები ცრუობენ უგლედარსა და ორეხოვის მახლობლად წარმატებებზე

  • შალვა ხაჭაპურიძე: რატი ბრეგაძემ მართლმსაჯულებას მახვილი გამოართვა, მოსამართლეს მანტია გახადა, თვითონ შემოიცვა ტანზე და მოსამართლის რანგში მოგვევლინა

    შალვა ხაჭაპურიძე: რატი ბრეგაძემ მართლმსაჯულებას მახვილი გამოართვა, მოსამართლეს მანტია გახადა, თვითონ შემოიცვა ტანზე და მოსამართლის რანგში მოგვევლინა

  • გია ხუხაშვილი: 2 მილიარდი დოლარი გადმოირიცხა წელს რუსეთიდან საქართველოში, ამას ეძახის ღარიბაშვილი ეკონომიკურ ზრდას

    გია ხუხაშვილი: 2 მილიარდი დოლარი გადმოირიცხა წელს რუსეთიდან საქართველოში, ამას ეძახის ღარიბაშვილი ეკონომიკურ ზრდას

  • ირანში აზერბაიჯანის საელჩოს თავს დაესხნენ – დაიღუპა 1 ადამიანი

    ირანში აზერბაიჯანის საელჩოს თავს დაესხნენ – დაიღუპა 1 ადამიანი

  • ესტონეთმა უკრაინას, შესაძლოა, კასეტური საბრძოლო მასალა მიაწოდოს

    ესტონეთმა უკრაინას, შესაძლოა, კასეტური საბრძოლო მასალა მიაწოდოს

  • თიბისი IT აკადემიამ 2022 წელს 300-მდე სტუდენტი გადაამზადა

    თიბისი IT აკადემიამ 2022 წელს 300-მდე სტუდენტი გადაამზადა

  • თიბისის ბიზნეს განათლების პროგრამა – 2022 წლის შეჯამება

    თიბისის ბიზნეს განათლების პროგრამა – 2022 წლის შეჯამება

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge