ნიუ-იორკში მომხდარ ტერაქტს აშშ-ს პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში კიდევ ერთხელ ეხმიანება. ტრამპი ტერორისტის სიკვდილით დასჯას ითხოვს.
„ნიუ-იორკის ტერორისტი ბედნიერი იყო, მან ISIS-ის დროშის დაკიდება საავადმყოფოს პალატაში მოითხოვა, 8 ადამიანი მოკლა, ხოლო 12 მძიმედ დაშავდა. ის სიკვდილით უნდა დაისაჯოს“,- წერს ტრამპი.
როგორც, ცნობილია 29 წლის საიფულო საიპოვი ერთი წლის განმავლობაში გეგმავდა ტერაქტს და რაც შეიძლება მეტი ადამიანის მოკვლა სურდა.
NYC terrorist was happy as he asked to hang ISIS flag in his hospital room. He killed 8 people, badly injured 12. SHOULD GET DEATH PENALTY!
— Donald J. Trump (@realDonaldTrump) November 2, 2017
კომენტარები