მალხაზ ველიჯანაშვილი იმედოვნებს, რომ მეგის ქარდავა არ გადმოეცემა ქართულ მხარეს. ადვოკატის განცხადებით, ქარდავა უკრაინაში თავშესაფარს მოითხოვს იმის გამო, რომ საქართველოში ის არის პოლიტიკურად დევნილი.
„მეგის ქარდავა დღესაც მიიჩნევს, რომ ის არის პოლიტიკურად დევნილი პირი, ყველა საქმეში იდევნება რუსეთის მიერ დაკვეთით არის ყველა ეს ბრალდება და რუსეთთან თანამშრომლობით საქართველო პოლიტიკურად დევნის, შესაბამისად ამის სამართლებრივი გაგრძელება უკრაინაში, სადაც მისი დაკავება მოხდა, არის ის, რომ მან თავშესაფარი მოითხოვოს სწორედ იმის გამო, რომ ჩვენი ქვეყნის მიერ არის პოლიტიკურად დევნილი და ამის შემდეგ უკვე ადგილობრივმა სამახურებმა უნდა იმსჯელონ, თუ სტატუსს მიიღებს, ეს არის ერთერთი საფუძველი, კონვენციდან გამომდინარე, უარი ეთქვას ექსტრადიციის განხორციელებაში“,-განაცხადა ველიჯანაშვილმა.
კომენტარები