NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»„საქართველო ევროპის და აზიის რეგიონში ყველაზე რეფორმატორული ქვეყანაა“

„საქართველო ევროპის და აზიის რეგიონში ყველაზე რეფორმატორული ქვეყანაა“

01 ნოე 2017 ახალი ამბები, პოლიტიკა 787 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი გახარიამ მსოფლიო ბანკის Doing Business 2018-ის რეიტინგში საქართველოს პოზიცია პრესკონფერენციაზე შეაფასა – 190 ქვეყანას შორის, საქართველომ მე-16 ადგილიდან მე-9 ადგილზე გადაინაცვლა და 2018 წლის რეიტინგის პირველ ათეულშია.

მინისტრმა მსოფლიო ბანკის რეიტინგში საქართველოს პოზიციის გაუმჯობესების მნიშვნელობაზე ისაუბრა. მისი განცხადებით, რეიტინგი აჩვენებს, რომ საქართველო ევროპის და აზიის რეგიონში ყველაზე რეფორმატორული ქვეყანაა. ამასთან, მინისტრის თქმით, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ეს არის ყველაზე კომპლექსური რეიტინგი და სხვადასხვა რეიტინგები, როგორიცაა „კონკურენტუნარიანობის ინდექსი“ და ა.შ. დიდწილად  მის კვლევებს ეყრდნობა.

გიორგი გახარიას განცხადებით, ასეთ პრესტიჟულ რეიტინგში საქართველოს წინსვლა ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ბიზნესგარემოს და საინვესტიციო კლიმატისთვის. როგორც მან აღნიშნა, რეიტინგი  კომპლექსურად აფასებს ათი სხვადასხვა კომპონენტის კრიტერიუმის თანახმად ქვეყანაში ბიზნესგარემოს, ბიზნესის კეთების სიმარტივეს და შესაბამისად აკეთებს დასკვნებს. „დღეს ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველო არის ელიტარული ქვეყნების კლუბში, ათეულში, რომლებშიც მსოფლიოში 190 ქვეყანას შორის ყველაზე მარტივად  და კომფორტულადაა შესაძლებელი ბიზნესის კეთება. მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენი წინსვლა ისეთ კრიტერიუმებში, როგორიც არის ბიზნესის დაწყება, ელექტროენერგიაზე მიერთება, გადახდისუუნარობის შემთხვევებში კომპანიის ინტერესების დაცვა და კიდევ სხვა, ძალიან მნიშვნელოვანია და ეს არის კონკრეტული, პრაგმატული ნაბიჯები, რომლითაც ბიზნესს  ხელი ეწყობა იმისთვის, რომ დაიწყონ და განახორციელონ თავიანთი საქმიანობა“, – აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინიტრმა.

როგორც გიორგი გახარიამ  განაცხადა, კერძო სექტორი და ბიზნესი ჩვენი ეკონომიკის ძირითადი მამოძრავებელი ძალაა – „ეს ეკონომიკის ის ნაწილია, რომელიც დღეს იზრდება და ჩვენი 5%-იანი ეკონომიკური ზრდა, რომელიც სექტემბერში დაფიქსირდა, სწორედ ამ კომპანიების და ამ ადამიანების დამსახურებაა. ასევე გვინდა აღვნიშნოთ, რომ ჩვენ ყველას კარგად გვესმის, რომ რეიტინგებში წინსვლა, რა თქმა უნდა, სასიხარულოა, ეს არის შედეგი ერთობლივი მუშაობის სხვადასხვა უწყებების და მთავრობის, ეს არის შედეგი იმ რეფორმების, რომლებიც  2016 და 2017 წლების განმავლობაში გატარდა“.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ასევე ისაუბრა რეფორმების პროცესის გაგრძელების აუცილებლობაზე. როგორც მან აღნიშნა,  „რეფორმირება მცირე, ღია ეკონომიკის გარდაუვალი ნაწილია  და ამას ყოველთვის უნდა ემსახურებოდეს ჩვენი მთავრობა. ასევე კარგად გვესმის, რომ რეიტინგების მონაცემები არის ძალიან კონკურენტული – ეს არის კონკურენცია სხვადასხვა ქვეყნებს შორის. რა თქმა უნდა, ჩვენ ყოველთვის უნდა ვეცადოთ, რომ  წინსვლა და გაუმჯობესება გვქონდეს, თუმცა, ასევე ყურადღება უნდა მივაქციოთ იმ გარემოს, რომელშიც ჩვენ გვიწევს ასე ვთქვათ, კონკურენტული ცხოვრება, რა გარემოშიც გვიწევს ინვესტიციების მოზიდვა და ის გარემო, რომელშიც ჩვენ ვახდენთ აქტივობებს და ვატარებთ რეფორმებს“ – განაცხადა გახარიამ.

მინისტრმა  ყურადღება გაამახვილა რეიტინგის იმ ათეულზე, რომელშიც დღეს საქართველო იმყოფება. მისი განცხადებით, ეს არის საინვესტიციო გარემოთი, საინვესტიციო აქტივობებით მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები, ეკონომიკის ზრდით და საქართველოს აქ მოხვედრა ძალიან მნიშვნელოვანია.

ამასთან, მინისტრის განცხადებით, ამ რეიტინგს აქვს კონკრეტული დატვირთვა, რომელსაც კონკრეტული ბენეფიტი და კონკრეტული შედეგი მოაქვს კომპანიებისთვის. როგორც მან აღნიშნა, უნდა გავითვალისწინოთ, რომ doing business-ს აქვს სულ 10 რეიტინგი – საქართველოს გაუმჯობესება ჰქონდა ექვსში და ოთხში საერთოდ არ შეუცვლია პოზიცია, „ეს ნიშნავს, რომ ვერცერთი კრიტერიუმით, რომელსაც doing business აფასებს, ვერცერთმა ქვეყანამ შარშან  ვერ გვაჯობა“, – განაცხადა მინისტრმა.

კომენტარები

გიორგი გახარი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო 2017-11-01
Tags გიორგი გახარი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

პარტიების დაფინანსების წესი იცვლება

შემდეგი სტატია

პოლიტოლოგი: უკრაინელები გაყვებიან სააკაშვილს, სხვა გამოსავალი უბრალოდ არ არსებობს

მსგავსი სტატიები

ვამაყობ ვანო მერაბიშვილის გაუტეხელობით, შემართებით და სიმტკიცით – მოვუწოდებ ყველას შერიგებისკენ

ვამაყობ ვანო მერაბიშვილის გაუტეხელობით, შემართებით და სიმტკიცით – მოვუწოდებ ყველას შერიგებისკენ

ირაკლი შალიკაშვილი 20 თებ 2020
შსს-მ ყაჩაღობის ბრალდებით ერთი პირი დააკავა

შსს-მ ყაჩაღობის ბრალდებით ერთი პირი დააკავა

27 მაი 2018
რომან გოცირიძე: პრაიმერისი იმის თაობაზე, ვინ რა თანამდებობაზე ავირჩიოთ, იმას ჰგავს, ვატყავებდეთ დათვს, როცა დათვი მოკლული არ არის

რომან გოცირიძე: პრაიმერისი იმის თაობაზე, ვინ რა თანამდებობაზე ავირჩიოთ, იმას ჰგავს, ვატყავებდეთ დათვს, როცა დათვი მოკლული არ არის

ნინო ჩხეიძე 01 ნოე 2022

უახლესი ამბები

  • ჩოხატაურში 23 წლის ბიჭი მოკლეს

    ჩოხატაურში 23 წლის ბიჭი მოკლეს

  • მამუკა მდინარაძე: ბიძინა ივანიშვილმა საკუთარი და ოჯახის წევრების სიცოცხლე დადო სასწორზე სამშობლოსთვის და ახლა …

    მამუკა მდინარაძე: ბიძინა ივანიშვილმა საკუთარი და ოჯახის წევრების სიცოცხლე დადო სასწორზე სამშობლოსთვის და ახლა …

  • მიხეილ სარჯველაძე: ვისაც ჩემზე მეტად ლავროვის სჯერა, მიხედოს თავის საქმეს

    მიხეილ სარჯველაძე: ვისაც ჩემზე მეტად ლავროვის სჯერა, მიხედოს თავის საქმეს

  • სოფიკო ჭიაურელის დაბადების დღე – პარიზი (ვიდეო)

    სოფიკო ჭიაურელის დაბადების დღე – პარიზი (ვიდეო)

  • დიმიტრი ცქიტიშვილი: სალომე ზურაბიშვილმა საერთაშორისო და ადგილობრივი რეპუტაცია შეიქმნა, რაც საფრთხისშემცველი აღმოჩნდა „ქართული ოცნებისთვის“  და უნიჭოდ ცდილობენ, დააზიანონ

    დიმიტრი ცქიტიშვილი: სალომე ზურაბიშვილმა საერთაშორისო და ადგილობრივი რეპუტაცია შეიქმნა, რაც საფრთხისშემცველი აღმოჩნდა „ქართული ოცნებისთვის“ და უნიჭოდ ცდილობენ, დააზიანონ

  • დღე ისტორიაში – 29 სექტემბერი

    დღე ისტორიაში – 29 სექტემბერი

  • თუ რომანსი გიზიდავთ, ეს ნოველები უნდა წაიკითხოთ

    თუ რომანსი გიზიდავთ, ეს ნოველები უნდა წაიკითხოთ

  • შავი შოკოლადის დადებითი და სასარგებლო თვისებები

    შავი შოკოლადის დადებითი და სასარგებლო თვისებები

  • ხატია დეკანოიძე: ამაზრზენი იყო ის, თუ რა ტონით საუბრობს ღარიბაშვილი გაჭირვებულებზე – თუ გაჭირვებული ხარ, ეს მისთვის შეურაცხმყოფელია

    ხატია დეკანოიძე: ამაზრზენი იყო ის, თუ რა ტონით საუბრობს ღარიბაშვილი გაჭირვებულებზე – თუ გაჭირვებული ხარ, ეს მისთვის შეურაცხმყოფელია

  • ნანა ჯანელიძე: ორივე მხარეს ადამიანები „მართლები“ იყვნენ საკუთარი თავის წინაშე და ვერცერთი ვერ ვაცნობიერებდით, რომ მარიონეტები ვიყავით რუსეთის ხელში…

    ნანა ჯანელიძე: ორივე მხარეს ადამიანები „მართლები“ იყვნენ საკუთარი თავის წინაშე და ვერცერთი ვერ ვაცნობიერებდით, რომ მარიონეტები ვიყავით რუსეთის ხელში…

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge