NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»კობახიძე საუდის არაბეთის სამეფოს მაჯლის ალ-შურას (პარლამენტის) თავმჯდომარეს შეხვდა

კობახიძე საუდის არაბეთის სამეფოს მაჯლის ალ-შურას (პარლამენტის) თავმჯდომარეს შეხვდა

01 ნოე 2017 ახალი ამბები, პოლიტიკა 624 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ საუდის არაბეთის სამეფოს მაჯლის ალ-შურას (პარლამენტის) თავმჯდომარე, აბდულა ბინ მუჰამედ ალ აშ-შეიხი მიიღო, რომელიც საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება.

შეხვედრაზე ორმხრივი ურთიერთობებისა და  უმაღლესი რანგის გაცვლითი ვიზიტების მნიშვნელობაზე ისაუბრეს. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, საუდის არაბეთის სამეფო ჩვენი ქვეყნისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი მეგობარი ქვეყანაა.

ხაზგასმით აღინიშნა, რომ ქვეყნებს შორის ურთიერთობის გაღრმავებისთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფების აქტიური თანამშრომლობა.

ასევე, იმსჯელეს საქართველოსა და საუდის არაბეთის სამეფოს შორის სხვადასხვა მიმართულებით თანამშრომლობის საკითხებსა და პერსპექტივებზე.  ყურადღება  ქვეყნებს შორის ეკონომიკის სფეროში ურთიერთობის გაღრმავებაზე გამახვილდა.  საუდის არაბეთის სამეფოს მაჯლის ალ-შურას თავმჯდომარის განცხადებით, საქართველო, თავისი  შესაძლებლობებით, საინტერესო ქვეყანაა ინვესტორებისთვის. მხარეების თქმით, მნიშვნელოვანი პოტენციალი არსებობს ორ ქვეყანას შორის ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის გააქტიურებისთვის.

შეხვედრაზე რეგიონში არსებული ვითარება და უსაფრთხოების კუთხით არსებული გამოწვევებიც განიხილეს. მაჯლის ალ-შურას თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერა დაუდასტურა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ ირაკლი კობახიძემ და საუდის აბდულა ბინ მუჰამედ ალ აშ-შეიხმა პრესისთვის ერთობლივი განცხადებები გააკეთეს.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, საუდის არაბეთის სამეფოს მაჯლის ალ-შურას თავმჯდომარის ვიზიტი ქვეყნებს შორის მტკიცე მეგობრობისა და თანამშრომლობის მიმართულებით კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯია.  მისივე თქმით, ორმხრივი ურთიერთობების გააქტიურებაში საკვანძო როლი საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფებს ენიჭებათ.

„საქართველოსა და საუდის არაბეთს სტრატეგიული გამოწვევებით აღსავსე რეგიონებში უწევთ არსებობა და ჩვენი ქვეყნებისათვის ძალიან მნიშვნელოვანია მშვიდობისა და საერთაშორისო უსაფრთხოების შენარჩუნება და განმტკიცება.

საქართველოსთვის პრიორიტეტულია საუდის არაბეთთან სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავება, მაგრამ ასევე მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის მიმართ მეგობრულად განწყობილი, სტრატეგიულად ესოდენ მნიშვნელოვან სახელმწიფოსთან ურთიერთობების გაფართოება და ახალ დონეზე გადაყვანა.

თანამშრომლობის გაღრმავებისათვის არსებობს ბევრად მეტი პოტენციალი, რომელიც მომავალში შეიძლება გამოვიყენოთ და იმედი გვაქვს, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობები კიდევ უფრო ინტენსიური გახდება.

მისი უმაღლესობის ვიზიტი საქართველოში წარმოადგენს კიდევ ერთ წინგადადგმულ ნაბიჯს ჩვენს ქვეყნებს შორის მტკიცე მეგობრობისა დათანამშრომლობის მიმართულებით.

განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო საპარლამენტო ურთიერთობების როლი ჩვენს თანამშრომლობაში. საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფებს ამ პროცესშისაკვანძო როლი აქვთ. იმედს გამოვთქვამთ, რომ ჩვენი ქვეყნების პარლამენტების მეგობრობის ჯგუფების საქმიანობა კარგი დასაწყისია მომავალში უფრო მჭიდრო მეგობრობისათვის”,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

აბდულა ბინ მუჰამედ ალ აშ-შეიხის განცხადებით, საუდის არაბეთის სამეფოს პარლამენტი ორმხრივი ურთიერთობების გააქტიურებისთვის ყველაფერს გააკეთებს.

„ვისაუბრეთ საპარლამენტთაშორისო ურთიერთობაზე  და იმაზე, თუ როგორ განვითარდეს ქვეყნებს შორის ურთიერთობები სხვადასხვა სფეროში. საპარლამენტო დონეზე შეგვიძლია  ბევრი რამ  გავაკეთოთ ქვეყნებს შორის ურთიერთობების განვითარებისთვის.  ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები გააქტიურდეს. ურთიერთობების გაღრმავებისთვის, უნდა ვიცოდეთ რა სჭირდება საქართველოს ჩვენგან და ამ ვიზიტის ფარგლებში, ქართველი კოლეგებისგან ამის შესახებ შევიტყობთ.  ჩვენ უკვე მაღალ დონეზე განვავითარებთ ეკონომიკურ ურთიერთობებს. პირველ რიგში, ეს იქნება ტურისტული სფეროს განვითარება”,-განაცხადა საუდის არაბეთის სამეფოს პარლამენტის თავმჯდომარემ.

 

კომენტარები

ირაკლი კობახიძე პარლამენტის თავმჯდომარე საუდის არაბეთი საუდის არაბეთის პარლამენტის ტავმჯდომარე 2017-11-01
Tags ირაკლი კობახიძე პარლამენტის თავმჯდომარე საუდის არაბეთი საუდის არაბეთის პარლამენტის ტავმჯდომარე
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

თბილისის ჩასაბერ საკრავთა ფესტივალი იწყება

შემდეგი სტატია

„პარლამენტის თავმჯდომარემ კარი მოუჯახუნა ყველა ოპოზიციურ პარტიას“

მსგავსი სტატიები

„ანა სთხოვდა შეყვარებულს, რომ ეღიარებინა დანაშაული“

„ანა სთხოვდა შეყვარებულს, რომ ეღიარებინა დანაშაული“

სოსო ელისაშვილი 26 თებ 2018
ეკონომიკაში გარკვეული პოზიტიური ნიშნები უკვე გამოჩნდა, ტურისტული სექტორის მიღმა აქტივობები აშკარად გაზრდილია

ეკონომიკაში გარკვეული პოზიტიური ნიშნები უკვე გამოჩნდა, ტურისტული სექტორის მიღმა აქტივობები აშკარად გაზრდილია

ირაკლი შალიკაშვილი 16 ივლ 2020
მიხეილ ჯანელიძემ საქართველოში ვიზიტად მყოფ გაეროსთან აკრედიტებულ ელჩებს უმასპინძლა

მიხეილ ჯანელიძემ საქართველოში ვიზიტად მყოფ გაეროსთან აკრედიტებულ ელჩებს უმასპინძლა

09 მაი 2018

უახლესი ამბები

  • დავით არახამია: ივანიშვილისა და მისი მსახურებისთვის ახალ პასპორტს ვაქვეყნებ, რომელშიც აშშ-ს 5-წლიანი ვიზაა – საბედნიეროდ, მსგავსი ვიზები თქვენთვის ხელმისაწვდომი აღარ არის და ვიმედოვნებ, სანქციების მერვე პაკეტში ვნახავთ, ვის რა პასპორტი ექნება

    დავით არახამია: ივანიშვილისა და მისი მსახურებისთვის ახალ პასპორტს ვაქვეყნებ, რომელშიც აშშ-ს 5-წლიანი ვიზაა – საბედნიეროდ, მსგავსი ვიზები თქვენთვის ხელმისაწვდომი აღარ არის და ვიმედოვნებ, სანქციების მერვე პაკეტში ვნახავთ, ვის რა პასპორტი ექნება

  • ნიკოლოზ გამყრელიძე: მეოთხე შვილს ველოდები და ცოტა ტაიმაუტს ვიღებ

    ნიკოლოზ გამყრელიძე: მეოთხე შვილს ველოდები და ცოტა ტაიმაუტს ვიღებ

  • ვარკეთილში მდებარე ავარიული კორპუსიდან მოქალაქეების ევაკუაცია მიმდინარეობს

    ვარკეთილში მდებარე ავარიული კორპუსიდან მოქალაქეების ევაკუაცია მიმდინარეობს

  • გია ცაგარეიშვილი: ადამიანები, რომლებიც ზურაბ ჯაფარიძისნაირ ავაზაკებში ფულს დებენ…

    გია ცაგარეიშვილი: ადამიანები, რომლებიც ზურაბ ჯაფარიძისნაირ ავაზაკებში ფულს დებენ…

  • ყაველაშვილი: რუსეთს თუ ომი უნდა, ხელს ვინ შეუშლის?! ბანერები (წარწერით „ომი რუსეთს უნდა და არა დასავლეთს“) არ მომეწონა

    ყაველაშვილი: რუსეთს თუ ომი უნდა, ხელს ვინ შეუშლის?! ბანერები (წარწერით „ომი რუსეთს უნდა და არა დასავლეთს“) არ მომეწონა

  • გიგა ბოკერია უმრავლესობის ყოფილი წევრების წერილზე: დარწმუნებული ვარ, პირადად ივანიშვილის ნაკარნახევია, ნაწერზე ეტყობა

    გიგა ბოკერია უმრავლესობის ყოფილი წევრების წერილზე: დარწმუნებული ვარ, პირადად ივანიშვილის ნაკარნახევია, ნაწერზე ეტყობა

  • Reuters: კიმ ჩენ ინმა განაცხადა, რომ ქვეყანამ კორონავირუსი დაამარცხა

    Reuters: კიმ ჩენ ინმა განაცხადა, რომ ქვეყანამ კორონავირუსი დაამარცხა

  • ევროკომისია: რუსებისთვის ვიზის გაცემის საკითხი წევრი ქვეყნების კომპეტენციაა

    ევროკომისია: რუსებისთვის ვიზის გაცემის საკითხი წევრი ქვეყნების კომპეტენციაა

  • სოსო გოგაშვილი: მივიღე მუქარა ბიძინა ივანიშვილისაგან

    სოსო გოგაშვილი: მივიღე მუქარა ბიძინა ივანიშვილისაგან

  • ზურაბ ჯაფარიძე: ათწლიანი რუსობა უნდა დასრულდეს

    ზურაბ ჯაფარიძე: ათწლიანი რუსობა უნდა დასრულდეს

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge