„ვინ გითხრათ, რომ დღე-დღეზე დამაპატიმრებენ, ამათ არც რესურსი აქვთ, არც ძალა და არც შემსრულებლები არ ჰყავთ. ახლა მიმდინარეობს ხელისუფლების ბოლომდე ჩამოშლის ძალიან აქტიური პროცესი“,-ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა „არჩევანის“ ეთერში ისაუბრა. მისი განცხადებით, უკრაინის ხელისუფლება ჩამოშლის პირას არის.
„აქ რეალურად შევარდნაძის დრო დგას, იმ გაგებით, რომ პრაქტიკულად ყველა უწყება თავისთვის არის. დღეს პრეზიდენტმა და შს მინისტრმა დააყარეს უკვე ბოლომდე, ღიად ერთმანეთს. შს მინისტრის შვილი სრულიად სამართლიანად დააკავეს იმ საქმეებზე, რომელზეც პირველად ჩვენ დავიწყეთ ლაპარკი 2 წლის წინ. მოშლილია ყველაფერი, გუშინ მოკლეს ჩეჩენი გმირი ქალი, ამინა ოკუევა. მაშინ, როდესაც უკრაინის მთელი უშიშროება დაკავებულია ჩემი პერსონით და ჩემი მომხრეების, ამ დროს მთლიანად გაუშვეს ხელიდან უსაფრთხოების კონტროლი ქვეყანაში, ხალხია ცუდ განწყობაზე, ხელისუფლების რეიტინგი ჩამოვარდნილია 10%-ზე ქვემოთ, ინფლაცია უკრაინაში არის იმაზე ორჯერ მაღალი, ვიდრე ოდესმე ყოფილა ყველაზე უარეს დროსაც კი საქართველოში, ეკონომიკური ზრდა არის დაახლოებით 1%-ზე, რაც სრული კაასტროფაა“,-განაცხადა სააკაშვილმა.
კომენტარები