NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»საპენსიო პროექტი პარლამენტს 2017 წლის ბოლომდე წარედგინება

საპენსიო პროექტი პარლამენტს 2017 წლის ბოლომდე წარედგინება

31 ოქტ 2017 ახალი ამბები, პოლიტიკა 188 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

ფინანსთა მინისტრის მოადგილემ ნიკოლოზ გაგუამ მონაწილეობა მიიღო მედიისთვის გამართულ ბრიფინგზე, რომელიც „დაგროვებითი პენსიების შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტს შეეხებოდა. ჟურნალისტების შეკითხვებს ასევე უპასუხეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ნინო ჯავახაძემ და ეროვნული ბანკის ვიცეპრეზიდენტმა არჩილ მესტვირიშვილმა. კანონის პროექტი „საკანონმდებლო მაცნეში“ გამოქვეყნდება და ხელმისაწვდომი იქნება ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის.

„საპენსიო რეფორმა უმნიშვნელოვანესია საქართველოს ისტორიაში. ჩვენ, ექსპერტებთან ერთად, შევიმუშავეთ ისეთი მოდელი, რომელიც გამართლებულია ჩვენი დღევანდელი რეალობისათვის,“ – განაცხადა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ ნიკოლოზ გაგუამ. მისი თქმით, საპენსიო რეფორმის განხორციელება ერთდროულად დაიწყება როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორში. მასში ჩართვა სავალდებულო იქნება 40 წლამდე დასაქმებული ადამიანებისთვის, ხოლო ნებაყოფლობითი იქნება მათთვის, ვისაც კანონის ძალაში შესვლამდე უკვე შეუსრულდა 40 წელი. რაც შეეხება თვითდასაქმებულებს, ისინი ნებაყოფლობით გაწევრიანდებიან სისტემაში, მათი ასაკის მიუხედავად.

საპენსიო რეფორმა გავრცელდება საქართველოს მოქალაქეებზე ან საქართველოში მუდმივად მცხოვრებ უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე ან მოქალაქეობის არმქონე პირებზე, რომლებიც არიან დასაქმებულები ან თვითდასაქმებულები და იღებენ შემოსავალს ამ დასაქმებიდან ან თვითდასაქმებიდან.

„დაგროვებითი პენსიების შესახებ“ კანონის პროექტი განსაზღვრული შენატანის საპენსიო სქემის შექმნას გულისხმობს, კერძოდ: თითოეული დასაქმებული, დამსაქმებელი და სახელმწიფო კანონით სქემის მონაწილე ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე განახორციელებს შენატანს – თითოეული დასაქმებულის  ხელფასის დაუბეგრავი მოცულობის 2%-ის ოდენობით. რაც შეეხება თვითდასაქმებულ პირებს – ისინი განახორციელებენ შენატანს თავისი შემოსავლის 4%-ის ოდენობით,  სახელმწიფო კი, როგორც დასაქმებულების, ასევე თვითდასაქმებულების  სასარგებლოდ მათ დამატებით გადაურიცხავს დასაბეგრი შემოსავლის 2%-ს.

ამასთან, მოხდება დაგროვილი თანხის ინვესტირება, რის შედეგადაც მას საინვესტიციო შემოსავალიც დაერიცხება. შესაბამისად, სისტემაში ჩართულ მოქალაქეს საპენსიო ასაკისთვის უკვე ექნება გარკვეული დანაზოგი, რომელიც სახელმწიფო პენსიასთან ერთად გააუმჯობესებს მისი სოციალური უზრუნველყოფის დონეს საპენსიო ასაკში.

საპენსიო აქტივების ინვესტირება მოხდება საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტების დაცვით, მაღალკვალიფიციური და გამოცდილი წევრებისგან შემდგარი საინვესტიციო საბჭოს მიერ შემუშავებული საინვესტიციო პოლიტიკის შესაბამისად, რომელიც გაითვალისწინებს საინვესტიციო ინსტრუმენტების ლიკვიდურობისა და ხარისხობრივი მახასიათებლების მაღალ სტანდარტებს, ისევე, როგორც დივერსიფიცირებულობის და უსაფრთხოების სხვა ნორმებს.

დაგროვებითი საპენსიო სქემის ამოქმედება და კონტრიბუციების მიღება დაგეგმილია 2018 წლის მე-3 კვარტლიდან.

ფინანსთა მინისტრის მოადგილის ნიკოლოზ გაგუას განცხადებით, „საპენსიო რეფორმა ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყანაში დანაზოგებისა და ინვესტიციების ზრდისათვის, აგრეთვე კაპიტალის ბაზრის განვითარებისთვის. რაც ყველაზე საგულისხმოა, საპენსიო სქემის მონაწილეებს შესაბამის დროს ღირსეული პენსიის მიღების შესაძლებლობა ექნებათ“. მისი თქმით, კანონის პროექტი „დაგროვებითი პენსიების შესახებ“ არსებული საბაზისო პენსიის გაუქმებას არ ითვალისწინებს. პროექტი პარლამენტს 2017 წლის ბოლომდე წარედგინება.

საპენსიო რეფორმაზე, რომელიც დაგროვებითი საპენსიო სისტემის შექმნას გულისხმობს,  ფინანსთა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროებისა და ეროვნული ბანკის თანამშრომლობით მომზადდა. კანონის პროექტზე მუშაობა მიმდინარეობდა დონორების (მსოფლიო ბანკი, აზიის განვითარების ბანკი, USAID G4G, საერთაშორისო სავალუტო ფონდი, საფრანგეთის განვითარების სააგენტო) აქტიური ჩართულობით, რაც შესაბამისად, გულისხმობს საქართველოს ხელისუფლებისადმი მათ მხარდაჭერას რეფორმის განხორციელების პროცესში.

კომენტარები

ნიკოლოზ გაგუა პარლამენტი საპენსიო რეფორმა 2017-10-31
Tags ნიკოლოზ გაგუა პარლამენტი საპენსიო რეფორმა
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

მმართველი გუნდის თვითმიზანი არის პრეზიდენტის ვეტოს დაძლევა

შემდეგი სტატია

ესტონეთის პრეზიდენტის დახვედრის ოფიციალური ცერემონია პრეზიდენტის სასახლეში გაიმართა

მსგავსი სტატიები

ბაქოში საქართველო, აზერბაიჯანის, თურქეთისა და ირანის საგარეო საქმეთა მინისტრების პირველი შეხვედრა გაიმართება

ბაქოში საქართველო, აზერბაიჯანის, თურქეთისა და ირანის საგარეო საქმეთა მინისტრების პირველი შეხვედრა გაიმართება

სოსო ელისაშვილი 14 მარ 2018
პოლიციელზე თავდასხმისთვის კახეთში მომხდარ ინციდენტში მონაწილე კიდევ ერთი პირი დააკავეს

პოლიციელზე თავდასხმისთვის კახეთში მომხდარ ინციდენტში მონაწილე კიდევ ერთი პირი დააკავეს

19 დეკ 2018
რუსეთი, რა თქმა უნდა, მტერია, მაგრამ პრიმიტიულ კითხვებს თუ დავსდევთ ამდენი წლის განმავლობაში, მეტ სიღრმეზე საუბარსაც არ დავადოთ ტაბუ

რუსეთი, რა თქმა უნდა, მტერია, მაგრამ პრიმიტიულ კითხვებს თუ დავსდევთ ამდენი წლის განმავლობაში, მეტ სიღრმეზე საუბარსაც არ დავადოთ ტაბუ

ირაკლი 08 აგვ 2019

კომენტარის დატოვება კომენტარის გაუქმება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

უახლესი ამბები

  • მოქალაქეებს ხელისუფლების მიერ გამართულ აქციაში მონაწილეობას აიძულებენ

    მოქალაქეებს ხელისუფლების მიერ გამართულ აქციაში მონაწილეობას აიძულებენ

  • განცხადებებს ჰაერზე არ ვაკეთებთ, გარკვეული გათვლები გვაქვს

    განცხადებებს ჰაერზე არ ვაკეთებთ, გარკვეული გათვლები გვაქვს

  • დეპუტატებმა კანდიდატებს კენჭი უყარეს თავისუფლად და ყველანაირი ზეგავლენის გარეშე

    დეპუტატებმა კანდიდატებს კენჭი უყარეს თავისუფლად და ყველანაირი ზეგავლენის გარეშე

  • კრიზისს გამოიწვევს ერთადერთი რამ, უსამართლო საარჩევნო სისტემით ჩატარებული არჩევნები

    კრიზისს გამოიწვევს ერთადერთი რამ, უსამართლო საარჩევნო სისტემით ჩატარებული არჩევნები

  • ხელისუფლებამ 14 მოსამართლის არჩევით სასამართლოს ნდობა დააზიანა

    ხელისუფლებამ 14 მოსამართლის არჩევით სასამართლოს ნდობა დააზიანა

  • ევროპული საქართველოს ლიდერები მმართველ გუნდს ოპოზიციური ლიდერების მიზანმიმართულ დევნაში ადანაშაულებენ

    ევროპული საქართველოს ლიდერები მმართველ გუნდს ოპოზიციური ლიდერების მიზანმიმართულ დევნაში ადანაშაულებენ

  • მე პერსპექტივაში გაცილებით უკეთეს სასამართლოს ვხედავ, ვიდრე ბევრ დასავლეთ ევროპულ ქვეყანას გააჩნია

    მე პერსპექტივაში გაცილებით უკეთეს სასამართლოს ვხედავ, ვიდრე ბევრ დასავლეთ ევროპულ ქვეყანას გააჩნია

  • ალბათ, საჭირო იყო გიგი უგულავასთვის პასპორტის ჩამორთმევა, არავითარი პოლიტიკური დევნა არ არის

    ალბათ, საჭირო იყო გიგი უგულავასთვის პასპორტის ჩამორთმევა, არავითარი პოლიტიკური დევნა არ არის

  • არჩილ თალაკვაძემ კომიტეტებს დაავალა, აზარტული და მომგებიანი თამაშების რეკლამის აკრძალვაზე ლევან გოგიჩაიშვილის კანონპროექტის განხილვა დაიწყონ

    არჩილ თალაკვაძემ კომიტეტებს დაავალა, აზარტული და მომგებიანი თამაშების რეკლამის აკრძალვაზე ლევან გოგიჩაიშვილის კანონპროექტის განხილვა დაიწყონ

  • ვაჟა გაფრინდაშვილის მეუღლე – დადებითი მოლოდინები მაქვს – თუ რაიმე ადამიანობა, კანონიერება და სამართლიანობაა, წესით ჩემი მეუღლე 13 დეკემბერს უნდა გამოუშვან

    ვაჟა გაფრინდაშვილის მეუღლე – დადებითი მოლოდინები მაქვს – თუ რაიმე ადამიანობა, კანონიერება და სამართლიანობაა, წესით ჩემი მეუღლე 13 დეკემბერს უნდა გამოუშვან

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by News.ge