გურამ კაშიას მიერ, ტოლერანტობის და მრავალფეროვნების კამპანიის ფარგლებში, მოედანზე ლგბტ დროშის სამკლაურით გასვლას და ამასთან დაკავშირებით, „ქართული მარშის“ მოთხოვნას, თბილისის ახლადარჩეული მერი გამოეხმაურა. კახი კლაძის განცხადებით, გურამ კაშიას არაფერი გაუკეთებია ისეთი, რომ მისი ნაკრებიდან გარიცხვა მოითხოვოს. კახი კალაძის თქმით, ის ემიჯნება ყოველგვარ ძალდობას.
„მიუხედავად სარწმუნოებისა, მიუხედავად სექსუალური ორიენტაციისა, ნებისმიერ ადამიანს აქვს უფლება, გამოხატოს თავისი ხედვები, დააფიქსიროს თავისი აზრი. რატომ უნდა გაირიცხოს, რა დააშავა კაშიამ, ისმის მარტივი კითხვა“,-განაცხადა კალაძემ.
კომენტარები