NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ბიზნესი»პაშა ბანკის მხარდაჭერით მეორე CEO Lunch Tbilisi გაიმართა

პაშა ბანკის მხარდაჭერით მეორე CEO Lunch Tbilisi გაიმართა

31 ოქტ 2017 ბიზნესი 568 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

27 ოქტომბერს სასტუმრო ქორთიარდ მერიოტში CEO Lunch Tbilisi-ის მეორე შეხვედრა გაიმართა. ღონისძიებას დაესწრო ოთხმოცამდე სტუმარი საქართველოს და აზერბაიჯანის ბიზნეს და სამთავრობო სექტორებიდან.

CEO Lunch Tbilisi-ის ფარგლებში  აზერბაიჯანული და ქართული კომპანიების დირექტორთა შეხვედრები იმართება. ღონისძიების ორგანიზატორი კომპანიები არიან Caspian European Club, Caspian American Club და Georgian Company Caspian Energy Georgia, ხოლო მხარდამჭერი – პაშა ბანკი.

სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა საქართველოს ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ გიორგი თაბუაშვილმა და გააცნო საქართველოში მიმდინარე ეკონომიკური მოვლენები.  ეკატერინე მიქაბაძემ, მაკროეკონომიკური ანალიზისა და ფისკალური პოლიტიკის დაგეგმვის დეპარტამენტის უფროსმა გააკეთა ვრცელი პრეზენტაცია, სადაც მიმოიხილა საქართვველოს ეკონომინიკური მონაცემები და ისაუბრა საგადასახადო პოლიტიკაზე და სხვა მნიშვნელოვან  საკითხებზე.

პაშა ბანკის ფინანსურმა დირექტორმა და დირექტორთა საბჭოს წევრმა ჩინგიზ აბდულაევმა დამსწრეებს პრეზენტაციის სახით წარუდგინა პაშა ბანკის პროექტები და ხაზი გაუსვა CEO Lunch Tbilisi-ის მნიშვნელობას ორი ქვეყნის ბიზნეს-წრეების დაახლოვებისთვის.

დამსწრეებს სიტყვით მიმართა აზერბაიჯანის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში დურსუნ ჰასანოვმა და აღნიშნა, რომ მსგავსი შეხვედრები სასიკეთოდ წაადგება ორი ქვეყნის სავაჭრო და ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებას, ახალი ინვესტიციების მოზიდვას და კონტაქტების დამყარებას.

აქვე Caspian European Club-ის და Caspian American Club-ის გენერალურმა დირექტორმა ტელმან ალიევმა დააანონსა რიგით მეხუთე საერთაშორისო ღონისძიება  „Caspian Energy Forum“, რომელიც 2018 წლის მარტში საქართველოს და აზერბაიჯანის მთავრობის მხარდაჭერით გაიმართება. აღნიშნული ფორუმის საორგანიზაციო ნაწილს გაუძღვებიან Caspian European Club, Caspian American Club და Georgian Company Caspian Energy Georgia.

CEO Lunch Tbilisi-ის წლის ბოლო, რიგით მესამე შეხვედრა, 24 ნოემბერს გაიმართება.

დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ შემდეგ ბმულებს:

URL: www.caspianenergy.net; www.caspianenergy.org; www.caspianenergyforum.com

E-mail: info@caspianenergy.net; info@caspenergy.com

[R]

კომენტარები

პაშა ბანკი 2017-10-31
Tags პაშა ბანკი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

თაფლობის თვის ტოპ 6 ლოკაცია

შემდეგი სტატია

„ევროპული საქართველო“ საკონსტიტუციო კომისიის მუშაობაში მონაწილეობას არ მიიღებს

მსგავსი სტატიები

აღმასრულებელი ხელისუფლების წევრები დაგროვებითი პენსიის შესახებ კანონპროექტს მსხვილ ბიზნესმენებს გააცნობენ

აღმასრულებელი ხელისუფლების წევრები დაგროვებითი პენსიის შესახებ კანონპროექტს მსხვილ ბიზნესმენებს გააცნობენ

07 ნოე 2017
საქართველოს ბანკი მედალოსანი ოლიმპიელებისა და პარალიმპიელი სპორტსმენების  მხარდაჭერას განაგრძობს

საქართველოს ბანკი მედალოსანი ოლიმპიელებისა და პარალიმპიელი სპორტსმენების მხარდაჭერას განაგრძობს

თამუნა 24 დეკ 2021
ქართული სტარტაპები, რომლებიც მომხმარებლებს ხელოვნების ნიმუშებს სთავაზობენ

ქართული სტარტაპები, რომლებიც მომხმარებლებს ხელოვნების ნიმუშებს სთავაზობენ

16 სექ 2017

უახლესი ამბები

  • სამართალდამცველებმა “ქურდულ სამყაროსთან” კავშირში მყოფი 9 პირი დააკავეს, 7 პირს ბრალი დაუსწრებლად წარუდგინეს – მათ შორის 3 “კანონიერი ქურდია”

    სამართალდამცველებმა “ქურდულ სამყაროსთან” კავშირში მყოფი 9 პირი დააკავეს, 7 პირს ბრალი დაუსწრებლად წარუდგინეს – მათ შორის 3 “კანონიერი ქურდია”

  • ყველანაირ ძალისხმევას გამოვავლენთ იმისთვის, რომ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მივიღოთ

    ყველანაირ ძალისხმევას გამოვავლენთ იმისთვის, რომ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მივიღოთ

  • ლევან ვასაძე: ჩემთვის ნატოც, ევროკავშირიც, რუსეთიც არის საშუალება მიზნის მისაღწევად (ვიდეო)

    ლევან ვასაძე: ჩემთვის ნატოც, ევროკავშირიც, რუსეთიც არის საშუალება მიზნის მისაღწევად (ვიდეო)

  • „მთავარმა არხმა“ ფონდი დააარსა, რომელშიც პირველმა თანხა „რუსთავი 2-ის“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა დავით დვალმა შეიტანა

    „მთავარმა არხმა“ ფონდი დააარსა, რომელშიც პირველმა თანხა „რუსთავი 2-ის“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა დავით დვალმა შეიტანა

  • რადიო აჭარის პროდიუსერი: ოთხმა რუსმა ბიუროში თარჯიმანს სცემეს, უკრაინის დროშა ჩამოხიეს

    რადიო აჭარის პროდიუსერი: ოთხმა რუსმა ბიუროში თარჯიმანს სცემეს, უკრაინის დროშა ჩამოხიეს

  • მედია: პუტინის შვილის ახალი პარტნიორი გვარად ზელენსკია

    მედია: პუტინის შვილის ახალი პარტნიორი გვარად ზელენსკია

  • მედია: გრიგორი კარასინის განცხადებით, სამხრეთ ოსეთის რეფერენდუმის საკითხზე ქართველ კოლეგებს ესაუბრა

    მედია: გრიგორი კარასინის განცხადებით, სამხრეთ ოსეთის რეფერენდუმის საკითხზე ქართველ კოლეგებს ესაუბრა

  • ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი: წულუკიანი იყენებს იგივე მეთოდებს, რასაც პუტინი

    ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი: წულუკიანი იყენებს იგივე მეთოდებს, რასაც პუტინი

  • მედია: რა ქონებას ფლობს სკანდალური მოსამართლე, რომელმაც ნიკა გვარამია ციხეში გაუშვა?

    მედია: რა ქონებას ფლობს სკანდალური მოსამართლე, რომელმაც ნიკა გვარამია ციხეში გაუშვა?

  • ვანო მაჭავარიანი: თუ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს არ მოგვანიჭებენ, „ქართული ოცნებისთვის“ დიდ ტრაგედიას რომ არ წარმოადგენს

    ვანო მაჭავარიანი: თუ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს არ მოგვანიჭებენ, „ქართული ოცნებისთვის“ დიდ ტრაგედიას რომ არ წარმოადგენს

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge