კატალონიის გადაყენებული პრეზიდენტი კარლოს პუჩემონტი ბელგიაშია. ამის შესახებ BBC მის ადვოკატზე დაყრდნობით წერს, რომელიც უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ პუჩემონტმა შესაძლოა ბელგიაში თავშესაფარი მოითხოვოს.
„მას აქვს სრული უფლება, რომ იყოს აქ. ამჟამად მის წინააღმდეგ არაფერია წარდგენილი“, – აცხადებს ადვოკატი, თუმცა არ გამორიცხავს, რომ მომავლში პუჩემონტს მოუწიოს თავშესაფრის მოთხოვნა.
როგორც ცნობილია ესპანეთის მთავარი პროკურორი აპირებს პუჩემნოტსა და მისი თანაგუნდელების წინააღმდეგ ამბოხების მუხლით გამოძიება დაიწყოს.
კომენტარები