საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 1 ნოემბრისთვის ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტა დოლართან მიმართებით 0.0239 პუნქტით გაუფასურდა და შესაბამისად, დოლარი 2.6112 ლარი ეღირება.
ლარის კურსი ევროსთან მიმართებითაც გაუფასურდა და ევროს ღირებულება 0.0262 პუნქტით ნაკლები, 3.0368 ლარი იქნება.
კომენტარები