„ევროპული საქართველო“ საკონსტიტუციო კომისიის მუშაობაში, რომელიც კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანასთან დაკავშირებით უნდა შეიქმნას, მონაწილეობას არ მიიღებს. ამის შესახებ განცხადება, პარტიის ლიდერმა დავით ბაქრაძემ საგანგებო ბრიფინგზე გააკეთა.
„მიზეზი პირველი, გუშინვე უმრავლესობის ლიდერებისგან ძალიან მკაფიოდ მოვისმინეთ, რომ კომისიის მუშაობას არ მოჰყვება არანაირი შინაარსობრივი ცვლილება კონსტიტუციაში და ერთადერთი მიზანი ამ კომისიის შექმნის გახლავთ, წინასწარ დაანონსებული 4 ცვლილება. ანუ საპარლამენტო უმრავლესობამ ოპოზიციას დიალოგის კარი დაუხურა მანამ, სანამ დიალოგი დაიწყებოდა. ასეთ პირობებში, როდესაც წინასწარ არის გაცხადებული, არანაირ შინაარსობრივ ცვლილებაზე ეს კომისია და უმრავლესობა არ დათანხმდება, რა თქმა უნდა, ჩვენ მუშაობის არსს კომისიაში ვერ ვხედავთ.
მიზეზი მეორე, თავისთავად წარმოდგენილი ოთხი ცვლილება ატარებს , პოზიტიურ ხასიათს, მაგრამ ოთხივე მათგანი , ორი კვირის წინ ქართული ოცნების მიერ გაფუჭებულის გამოსწორება. საიდან გაჩნდა ბონუსი კონსტიტუციაში, საიდან გაჩნდა ბლოკების აკრძალვა, საიდან გაჩნდა რელიგიური შეზღუდვა . ეს ყველაფერი ქართულმა ოცნებამ გააჩინა ორი კვირის წინ მიღებულ კონსტიტუციაში. ამიტომ დღეს ქართული ოცნება ცდილობს საერთაშორისო ზეწოლით ცდილობს გამოასწოროს საკუთარი გაფუჭებული, ვერანაირად გამოდგება კონსესუსის პოლიტიკური შეთანხმების საფუვლად. ვინაიდან ამას აკლია ორი მთავარი ელემენტი. ის მთავარი ელემენტი რომeლსაც ითხოვს ყველა ოპოზიციური პარტია , პრეზიდენტი და სამოქალაქო საზოგადოება . ეს გახლავთ უკვე შემდეგი საპარლამენტო არჩევნებზე მთლიაანდ პროპორციულ სისტემაზე გადასვლა ქართველი ხალხისთვის პრეზიდენტის არჩევის უფლება. ამ ორი ძირითადი ელემენტის გარეშე ჩვენთვის მისაღები ვერ იქნება ის ცვლილებები, რომელსაც გვთავაზობს „ქართული ოცნება“
მესამე მიზეზია თავად უმრავლესობის დამოკიდებულება სახალხო განხილვის პროცესის მიმართ. გვახსოვს წინა საკონსტიტუციო პროცესი, როდესაც საკუთარი შიდა შეთანხმების შედეგად ისე შეიცვალა საზოგადოებასთან შეთანხმება, რომ არც კი უკითხავთ ხალხისთვის.
მეოთხე მიზეზი არის ის, რომ საქართველომ მიიღო ერთპარტიული კონსტიტუცია და ეს სამწუხაროა. მან ვერ გაუძლო დროის გამოცდას თუ უმრავლესობისგან და ”ქართული ოცნებისგან” იქნება იმის სიგნალი, რომ ისინი მზად არიან კონსტიტუციის შინაარსობრივი განხილვისთვის, ვადასტურებ, რომ ჩვენ მზად ვართ მონაწილეობა მივიღოთ შინაარსობრივ განხილვაში და მზად ვართ ყველაფერი გავაკეთოთ კონსენსუსისთვის“, – განაცხადა ევროპული საქართველოს ლიდერმა დავით ბაქრაძემ
კომენტარები