NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»გიორგი მარგველაშვილი და კერსტი კალიულაიდი ორმხრივი თანამშრომლობის ინტენსიფიკაციაზე შეთანხმდნენ

გიორგი მარგველაშვილი და კერსტი კალიულაიდი ორმხრივი თანამშრომლობის ინტენსიფიკაციაზე შეთანხმდნენ

31 ოქტ 2017 ახალი ამბები 510 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა და ესტონეთის პრეზიდენტმა კერსტი კალიულაიდმა დელეგაციებთან ერთად – გაფართოებულ ფორმატში შეხვედრა გამართეს.
გიორგი მარგველაშვილმა და კერსტი კალიულაიდმა საქართველო – ესტონეთს შორის ორმხრივი ურთიერთობების განვითარების მიმართულებებზე ისაუბრეს, რომელიც პოლიტიკურ, უსაფრთხოებისა და ეკონომიკურ სფეროებში ურთიერთობების ინტენსიფიკაციას ითვალისწინებს.
აღინიშნა საქართველოში მიმდინარე რეფორმების გაგრძელების მნიშვნელობა.
გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, ქვეყანაში მიმდინარე რეფორმების კუთხით განსაკუთრებით გასათვალისწინებელია ესტონური გამოცდილების გაზიარება ყველა მიმართულებით, მათ შორის ელექტრონული მმართველობისა და ახალი ტექნოლოგიების გაზიარების თვალსაზრისით. დღეს ესტონეთი მაგალითს აძლევს საქართველოს, რომელიც მრავალ სფეროში ტრანსფორმაციის გზას ადგას.
როგორც პრეზიდენტმა კალიულაიდმა აღნიშნა, საქართველოს მხარდაჭერა ესტონეთის საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი პრიორიტეტია. განვითარების სფეროში ესტონეთსა და საქართველოს შორის თანამშრომლობა მომავალშიც დაემყარება კარგი მმართველობისა და დემოკრატიის, მეწარმეობისა და განათლების, განსაკუთრებით კი საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების წახალისებას.
განიხილეს სექტორული თანამშრომლობის პერსპექტივები, საქართველოში არსებული ბიზნესგარემო და სავაჭრო – ეკონომიკური ურთიერთობების პოტენციალი.
ისაუბრეს ქართულ-ესტონური ბიზნესფორუმის მნიშვნელობაზე და აღნიშნეს, რომ იგი უზრუნველყოფს კარგ შესაძლებლობას, გააძლიეროს საქმიანი კონტაქტები და მხარეებმა შეისწავლონ ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის ახალი პოტენციალი.
ორი ქვეყნის პრეზიდენტებმა თავდაცვის სფეროში მიმდინარე თანამშრომლობის გაღრმავებაზე ისაუბრეს, რომელიც მოიცავს კიბერ-უსაფრთხოებასა და ინფორმაციულ ტექნოლოგიებს, თავდაცვის დაგეგმვას, პოლიტიკას და ეროვნული გვარდიის სკოლის განვითარებას.
შეხვედრისას მხარეებმა ასევე განიხილეს ტურიზმის, განათლებისა და კულტურის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები და აღინიშნა, რომ ტურიზმის მაჩვენებელი საგრძნობლადაა გაზრდილი, ძლიერია კულტურული კავშირებიც. ქართული წამყვანი უნივერსიტეტები აქტიურად თანამშრომლობენ ესტონურ სასწავლებლებთან მემორანდუმების საფუძველზე.
საქართველო და ესტონეთი ხაზგასმით აღნიშნავენ საერთო ევრო-ატლანტიკური უსაფრთხოების თვალსაზრისით შავი ზღვის რეგიონის მნიშვნელობას. ესტონეთი აღიარებს შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოების გაძლიერების პროცესში საქართველოს აქტიური მონაწილეობის მნიშვნელობას.
შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი გახარია, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ზურაბ ალავიძე, კულტურის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი ვლადიმერ ჩაჩიბაია, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი დავით რაქვიაშვილი, პრეზიდენტის საერთაშორისო მდივანი თენგიზ ფხალაძე, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ესტონეთის რესპუბლიკაში თეა ახვლედიანი.

კომენტარები

გიორგი მარგველაშვილი კერსტი კალიულაიდი 2017-10-31
Tags გიორგი მარგველაშვილი კერსტი კალიულაიდი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

თბილისის მეტროში თანამედროვე სტანდარტების ავტოსაკონტროლო პუნქტის აპარატები დამონტაჟდა

შემდეგი სტატია

„შს მინისტრი მოვა პარლამენტში“

მსგავსი სტატიები

თელავის სოფელ ქვემო ხოდაშენში გამგებლის წარმომადგენელი დააკავეს

თელავის სოფელ ქვემო ხოდაშენში გამგებლის წარმომადგენელი დააკავეს

24 სექ 2017
გიორგი გახარია: 9 აპრილის, 7 ნოემბერს, 26 მაისს შემდეგ დღეს გვაქვს შანსი შევცვალოთ და გავაჩინოთ ახალი წარმოდგენა პოლიციაზე

გიორგი გახარია: 9 აპრილის, 7 ნოემბერს, 26 მაისს შემდეგ დღეს გვაქვს შანსი შევცვალოთ და გავაჩინოთ ახალი წარმოდგენა პოლიციაზე

18 მაი 2018

ელექტრომომარაგება 29 ოქტომბერს დროებით შეიზღუდება

სოსო ელისაშვილი 26 ოქტ 2018

უახლესი ამბები

  • ნიკოლ კიდმანი დემნა გვასალიას შოუზე (ვიდეო)

    ნიკოლ კიდმანი დემნა გვასალიას შოუზე (ვიდეო)

  • ადვოკატის ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესებს შესაძლოა, ევროკავშირის წარმომადგენლები დააკვირდნენ

    ადვოკატის ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესებს შესაძლოა, ევროკავშირის წარმომადგენლები დააკვირდნენ

  • ოპოზიციის დიდი ნაწილის უბრალოდ არ მესმის – იმის ნაცვლად, რომ იმ დავალების შესრულებაზე ვფოკუსირდეთ, რაც მოცემული გვაქვს, აბსოლუტურად უშინაარსო თემებზე ვსაუბრობთ

    ოპოზიციის დიდი ნაწილის უბრალოდ არ მესმის – იმის ნაცვლად, რომ იმ დავალების შესრულებაზე ვფოკუსირდეთ, რაც მოცემული გვაქვს, აბსოლუტურად უშინაარსო თემებზე ვსაუბრობთ

  • დავით უსუფაშვილი – ევროკომისიას მიეცა ჩვენი ცოდვა, ახლა ამ ორი სიტყვით ვიქნებით მოცული – დეპოლარიზაცია, დეოლიგარქიზაცია, „ზაცია, ზაცია“ – დეოლიგარქიზაციას თუ ჰქვია დებიძინიზაცია, დეპოლარიზაციას ჰქვია დეკობახიზაცია

    დავით უსუფაშვილი – ევროკომისიას მიეცა ჩვენი ცოდვა, ახლა ამ ორი სიტყვით ვიქნებით მოცული – დეპოლარიზაცია, დეოლიგარქიზაცია, „ზაცია, ზაცია“ – დეოლიგარქიზაციას თუ ჰქვია დებიძინიზაცია, დეპოლარიზაციას ჰქვია დეკობახიზაცია

  • დღეს მთავარია კომპრომისი კანდიდატის სტატუსის მისაღებად – მიზანშეწონილია, პროცესში საერთაშორისო პარტნიორების და პრეზიდენტის ინსტიტუტის რაიმე ფორმით ჩართულობა

    დღეს მთავარია კომპრომისი კანდიდატის სტატუსის მისაღებად – მიზანშეწონილია, პროცესში საერთაშორისო პარტნიორების და პრეზიდენტის ინსტიტუტის რაიმე ფორმით ჩართულობა

  • ოლიგარქის ცნება არ მიესადაგება ბიძინა ივანიშვილს, ამ ცნების ქვეშ შეიძლება მოექცეს არაერთი პირი, რომელიც დაკავშირებულია ოპოზიციის რადიკალურ ნაწილთან – ეს არის სურათი, დანარჩენს დააზუსტებს სამუშაო ჯგუფი

    ოლიგარქის ცნება არ მიესადაგება ბიძინა ივანიშვილს, ამ ცნების ქვეშ შეიძლება მოექცეს არაერთი პირი, რომელიც დაკავშირებულია ოპოზიციის რადიკალურ ნაწილთან – ეს არის სურათი, დანარჩენს დააზუსტებს სამუშაო ჯგუფი

  • დიალოგისთვის მზად ვართ, არცერთ კონსულტაციას არ გავურბივართ – ოპოზიცია ხელისუფლების წინაშე წარადგენს კონკრეტულ წინადადებებს, რაც მოტივირებული იქნება

    დიალოგისთვის მზად ვართ, არცერთ კონსულტაციას არ გავურბივართ – ოპოზიცია ხელისუფლების წინაშე წარადგენს კონკრეტულ წინადადებებს, რაც მოტივირებული იქნება

  • რეგიონში კრეატივის ყველაზე დიდი საერთაშორისო ფესტივალი – AD BLACK SEA ბრუნდება!

    რეგიონში კრეატივის ყველაზე დიდი საერთაშორისო ფესტივალი – AD BLACK SEA ბრუნდება!

  • „გალტ &თაგარტის“ ხელშეწყობით „კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამაში“  მონაწილეობის მისაღებად 21 კომპანია დარეგისტრირდა

    „გალტ &თაგარტის“ ხელშეწყობით „კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამაში“ მონაწილეობის მისაღებად 21 კომპანია დარეგისტრირდა

  • “სამარცხვინოა, როცა ომბუდსმენს საკონსტიტუციო სასამართლოში შეაქვს სარჩელი არა ადამიანის უფლებათა გაფართოებისთვის, არამედ შეზღუდვის მოსათხოვად

    “სამარცხვინოა, როცა ომბუდსმენს საკონსტიტუციო სასამართლოში შეაქვს სარჩელი არა ადამიანის უფლებათა გაფართოებისთვის, არამედ შეზღუდვის მოსათხოვად

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge