NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»“ქართული პოლიტიკის ისტორიაში 2017 წლის არჩევნები შევა, როგორც …”

“ქართული პოლიტიკის ისტორიაში 2017 წლის არჩევნები შევა, როგორც …”

30 ოქტ 2017 ახალი ამბები, პოლიტიკა 831 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

„ქართული პოლიტიკის ისტორიაში 2017 წლის არჩევნები შევა, როგორც 15 – ლარიანი არჩევნების სახელით, რამდენიც არ უნდა ილაპარაკოს ხელისუფლებამ, ვერც ერთი საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის დასკვნაში სიტყვებს „თავისუფალ“ და „დემოკრატიულს“ ვერ ნახავთ, სირცხვილი საზოგადოების იმ ნაწილს, ვინც 15 ლარად ყიდის საკუთარი და საკუთარი შვილების მომავალს,“ – ამის შესახებ „დემოკრატიული მოძრაობის“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე მოძრაობის ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ განაცხადა.

ბურჯანაძის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ როგორც საოლქო კომისიაში, ასევე სასამართლოში ცოცხალმა მოწმემ დაადასტურა – ხმა მისცა ბლოკს „დემოკრატიული მოძრაობა – თავისუფალი საქართველო“, ვითარება მაინც არ შეიცვალა, მათ მაინც უარი უთხრეს ბიულეტენების გადათვლაზე და „დემოკრატიული მოძრაობის“ გასწვრივ გრაფაში ისევ ნული წერია.

ბურჯანაძემ ასევე დასძინა, რომ ბიძინა ივანიშვილმა გასულ წელს საკუთარ მილიარდებს მოგების სახით კიდევ 800 მილიონი შემატა, საქართველოს მოსახლეობისგან კი 4 – წლიანი მანდატი 15 ლარად იყიდა.

„რაც შეეხება ჩვენი წარმომადგენლების მიერ დაწერილ საჩივრებს, აღსანიშნავია, რომ საქართველოს მაშტაბით 740 უბანია გასაჩივრებული ჩვენი წარმომადგენლების მიერ და მინდა მე მათ მადლობა გადავუხადო შეუპოვარი ბრძოლისთვის. ამასთანვე, არ დაგვავიწყდეს, რომ წინასაარჩევნო კამპანიამ ჩაიარა ტოტალური მოსყიდვის, ზეწოლისა და შანტაჟის ფონზე,“ – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

მისივე თქმით, მათი ერთადერთი მოთხოვნაა, გაიხსნას უბნები და გადაითვალოს ხმები, რათა დარწმუნდნენ, რომ „დემოკრატიული მოძრაობა-თავისუფალ საქართველოს“ მართლაც 3%-ზე ნაკლები მხარდაჭერა ყავს.

„ხელისუფლების წარმომადგენლებმა იციან, რომ დაფიქსირებული პროცენტი მტკნარი სიცრუეა და ამიტომ საოლქო კომისიებმა 740 უბანზე უარი განაცხადეს ყუთების გახსნაზე. ასევე, არც ერთი სარჩელი არ დააკმაყოფილა არც სასამართლომ.
თბილ სავარძლებში მოკალათებულო მთავრობის წევრებო, გახსენით უბნები და მხოლოდ ამის შემდეგ გექნებათ მორალური უფლება ილაპარაკოთ დემოკრატიაზე, თავისუფლებასა და სამართლიანობაზე. თუ საზოგადოება შეეგუება იმას, რომ მილიარდერს, რომელიც ყოველწლიურად კიდევ 800 მილიონის მოგებას ნახულობს, 15 ლარად ეყიდება, მე პროტესტის მხოლოდ ამ ფორმას მივმართავ, მაგრამ თუ მოსახლეობა ხმას აღიმაღლებს და მზად იქნება პროტესტის სხვა ფორმისათვის, ნინო ბურჯანაძე, რომ ბოლო რიგებში არ იქნება ეს ყველამ იცის,“ – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

კომენტარები

ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნები ბიძინა ივანიშვილი ნინო ბურჯანაძე 2017-10-30
Tags ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნები ბიძინა ივანიშვილი ნინო ბურჯანაძე
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

რუსეთის „პრეზიდენტობის კანდიდატი“ დაიკარგა

შემდეგი სტატია

მიკ ჯაგერის ახალი რჩეული 22 წლის არის

მსგავსი სტატიები

სტარტაპერის და ჯეოსელის ერთობლივი შეთავაზება სტარტაპერებს

30 ოქტ 2017
გია ხუხაშვილი: მიხვდნენ, მისი გამოჩენის შემდეგ ამ კადრების გავრცელებას აზრი აღარ ექნებოდა. რასაც ეგენი აკეთებენ, ეს უკვე სადიზმია

გია ხუხაშვილი: მიხვდნენ, მისი გამოჩენის შემდეგ ამ კადრების გავრცელებას აზრი აღარ ექნებოდა. რასაც ეგენი აკეთებენ, ეს უკვე სადიზმია

ნინო ჩხეიძე 15 დეკ 2022
„ტერმინ „ოკუპაციის“ გამოყენება ჩემთვის, როგორც საქართველოს მოქალაქისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ეს არის ერთადერთი სწორი შეფასება“

„ტერმინ „ოკუპაციის“ გამოყენება ჩემთვის, როგორც საქართველოს მოქალაქისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ეს არის ერთადერთი სწორი შეფასება“

24 აგვ 2018

უახლესი ამბები

  • ზურაბ ბატიაშვილი: დასავლეთში მიღებულია გადაწყვეტილება, რომ ამ ომში უკრაინამ უნდა გაიმარჯვოს და ეს 2023 წელს მოხდება

    ზურაბ ბატიაშვილი: დასავლეთში მიღებულია გადაწყვეტილება, რომ ამ ომში უკრაინამ უნდა გაიმარჯვოს და ეს 2023 წელს მოხდება

  • საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ინიციატივითა და საქართველოს ბანკის მხარდაჭერით 500 Global-ის აქსელერაციის დემო დღე გაიმართა

    საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ინიციატივითა და საქართველოს ბანკის მხარდაჭერით 500 Global-ის აქსელერაციის დემო დღე გაიმართა

  • იაპონია, უკრაინაში მიმდინარე ომის გამო, რუსეთს დამატებითი სანქციებს უწესებს

    იაპონია, უკრაინაში მიმდინარე ომის გამო, რუსეთს დამატებითი სანქციებს უწესებს

  • მანანა ჯებაშვილი: სააკაშვილს მოკლავენ „ვივამედის“ კლინიკაში

    მანანა ჯებაშვილი: სააკაშვილს მოკლავენ „ვივამედის“ კლინიკაში

  • ნაყოფიას ინფორმაციით, კეზერაშვილს საქართველოში დაბრუნება სურს

    ნაყოფიას ინფორმაციით, კეზერაშვილს საქართველოში დაბრუნება სურს

  • ზვიად ძიძიგური: ამ ქვეყანაში ორპოლუსიანი თამაში თუ არ დამთავრდა, ბიძინა ივანიშვილი ყოველთვის მოუგებს, მით უმეტეს, დაპატიმრებულს, წონასწორობიდან გამოსულს და თავისუფლების მახვეწარ მიხეილ სააკაშვილს

    ზვიად ძიძიგური: ამ ქვეყანაში ორპოლუსიანი თამაში თუ არ დამთავრდა, ბიძინა ივანიშვილი ყოველთვის მოუგებს, მით უმეტეს, დაპატიმრებულს, წონასწორობიდან გამოსულს და თავისუფლების მახვეწარ მიხეილ სააკაშვილს

  • ბრუნეის სულთნის ქალიშვილი თავის ბიძაშვილზე დაქორწინდა

    ბრუნეის სულთნის ქალიშვილი თავის ბიძაშვილზე დაქორწინდა

  • დღე ისტორიაში – 27 იანვარი

    დღე ისტორიაში – 27 იანვარი

  • ვიქტორ იუშჩენკო: გული მტკივა ქართველი ერისა და მიშას გამო

    ვიქტორ იუშჩენკო: გული მტკივა ქართველი ერისა და მიშას გამო

  • ალეკო ელისაშვილი: სააკაშვილი უნდა იყოს საპატიმროში, პატიმარი უსასრულოდ საავადმყოფოში არ გამიგია, უნდა შეეგუოს, რომ გარისკა და არ გამოუვიდა – ცოტა მეტი ღირსებით და კაცობით უნდა იყოს

    ალეკო ელისაშვილი: სააკაშვილი უნდა იყოს საპატიმროში, პატიმარი უსასრულოდ საავადმყოფოში არ გამიგია, უნდა შეეგუოს, რომ გარისკა და არ გამოუვიდა – ცოტა მეტი ღირსებით და კაცობით უნდა იყოს

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge