იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ერთერთი წევრი ნაზი ჯანეზაშვილი კოლეგების მხრიდან ზეწოლაზე საუბრობს. როგორც საბჭოს არამოსამრთლე წევრი განმარტავს, მისდამი არაეთიკურმა დამოკდებულებამ უკვე ტენდენციის სახე მიიღო. ჯანეზაშვილი მასზე ზეწოლას რიგ საკითხებზე მის კრიტიკულ დამოკიდებუებას უკავშირებს.
„სასამართლოში განსხვავებული აზრი, მოსაზრებების ღიად დაფიქსირება არ არის მიღებული, მე ჩემს მაგალითზე ეს პრობლემა დავინახე დ როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ, რომ თუ ეს პრობლემა დგას უმაღლეს საბჭოში, ბუნებრივია ეს პრობლემაა სასამართლოებში, სადაც რეალურად არ ვიცით რა ხდება. გარკვეული ინფორმაცია გვაქვს, მაგრამ არ ვიცით რეალურად, ყოველდღიურად რა ხდება, ამიტომ მე ვშიშობ, რომ ეს არის სერიოზული პრობლემა. მე პირადად ვარ პარლამენტის მიერ არჩეული და ლეგიტიმაციის საკითხი ბუნებრივია არ დგას და ცოტა უცნაურია ჩემთვის, როგორ ექცევიან სხვა წევრები პარლამენტის მიერ არჩეულ წევრს“,-განაცხადა ჯანეზაშვილმა.
კომენტარები