ბიუროს სხდომაზე სავარაუდოდ შს მინისტრის პარლამენტში დაბარების საკითხი დადგება. საპარლამენტო ოპოზიცია გიორგი მღებრიშვილისგან ნუცუბიძის ფერდობზე მომხდართან დაკავშირებით განმარტებებს ითხოვს. „ევროპული საქართველოს“ წევრის გიგი წერეთლის განცხადებით, ის ფაქტი, რომ სამხრე კამერებზე ჩანაწერები არ აღმოჩნდა, კიდევ უფრო მეტ კითხვებს აჩენს, შესაბამისად დეპუტატი მიიჩნევს, რომ პარლამენტმა უნდა მოისმინოს აღნიშნულთან დაკავშირებით მინისტრის განმარტებები.
„სამწუხაროდ, ბოლო ინფორმაციით, არ აღმოჩნდა თითქოს ჩანაწერები სამხრეების კამერაზე, ეს კიდევ უფრო მეტ კითხვის ნიშნებს აჩენს და შესაბამისად ვფიქრობთ, რომ სწორია ის სურვილი, რომ პარლამენტში იყოს გარკვეული ინფორმაცია მოსმენილი ხელმძღვანელი პირების მხრიდან“,-განაცხადა წერეთელმა.
კომენტარები