ჩრდილოეთ და ცენტრალურ ევროპაში ქარიშხალმა მნიშვნელოვანი ზარალი გამოიწვია. პოლონეთში, ჩეხეთში და გერმანიაში კი ქარიშხალმა 6 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. არსებული ინფორმაციით, მსხვერპლი წაქცეულმა ხეებმა გამოიწვია.
The Guardian-ის ინფორმაციით, ქარიშხლის მოქმედების ზონაში ქარის სიჩქარემ 100კმ/სთ-ს მიაღწია.
ქარიშხალმა მნიშვნელოვანი პრობლემები შექმნა გერმანიაში, სადაც ქვეყნის რკინიგზის ოპერატორმა Deutsche Bahn-მა ელექტროგადამცემი ხაზების დაზიანების გამო არაერთი რეისი გადადო. ათასობით მგზავრი ბრემენის, ჰამბურგის, ბერლინის, ჰანოვერისა და კილის სადგურებში ელოდება კომუნიკაციის აღდგენას.
კომენტარები