ავღანეთში, ქაბულიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით ლოგარის პროვინციაში სამხედრო ვერტმფრენი ჩამოვარდა, რის შედეგადაც ამერიკელი სამხედრო მოსამსახურე გარდაიცვალა.
foxnews-ის ინფორმაციით, ინციდენტის შედეგად კიდევ 6 სამხედრო მოსამსახურეა დაშავებული.
პროვინციის გუბრნატორის, სალიმ სალეჰის ინფორმაციით, ვერტმფრენის ავარიული დაშვების შედეგად, მისი ნაწილი ხეს შეეჯახა. აშშ-ს სამხედრო მაღალჩინოსნების განცხადებით, ამ დროისთვის მომხდარი კატასტროფის გარემოებების გამოძიება მიმდინარეობს.
კომენტარები