მთელი ღამის განმავლობაში ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტაში იმყოფებოდა ეკონომიკის სამინისტროსა და ჯანდაცვის სამინისტროს ერთობლივი ჯგუფი, რომელიც ადგილზე არსებულვითარებას ამ დრომდე სწავლობს. სპეციალისტებმა დაათვალიერეს და შეისწავლეს ის ტერიტორია, სადაც უბედური შემთხვევის შედეგად 27 ოქტომბერს მეშახტე დავით ფორჩხიძე გარდაიცვალა. ამეტაპისთვის არსებული დასკვნით, იკვეთება უსაფრთხოების წესების დარღვევის ნიშნები.
შახტაში სამთო მასის ჩამოშლა მოკვლევის განხორციელებისასაც მოხდა, რის გამოც ეკონომიკის სამინისტროსა და ჯანდაცვის სამინისტროს ერთობლივი ჯგუფის მიერ კონკრეტულ სამუშაო უბანზესამუშაოების შეჩერების რეკომენდაცია გაიცა. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მეორე ნაწილით გრძელდება.
მინდელის შახტაში მომხდარი უბედური შემთხვევის ადგილზე მოკვლევის პროცესს ჯანდაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის ინსპექტორი ბექა ფერაძე დაეკონომიკის სამინისტროს ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს უფროსი გრიგოლ კაკაურიძე ხელმძღვანელობენ.
შეგახსენებთ გუშინ საღამოს ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტაში უბედური შემთხვევის შედეგად, ერთი ადამიანი გარდაიცვალა. დაღუპული მეშახტე ქუთაისის პროზექტურაში გადაასვენეს.
კომენტარები